რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
პროკურორის განცხადებით, გორში ქალს სცემეს იმის გამო, რომ სტუმრები ქმრის დაუკითხავად მიიღო
გორში, მამაკაცს, მეუღლის ცემისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურორ ანა ცაგურიას მიაჩნია, რომ სასჯელი მსუბუქია და უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა. ბრალდებული ამავე დროს ნასამართლევია.

პროკურორის ცნობით, ქალის მიმართ ძალადობის ფაქტები რამდენჯერმე განმეორდა.

პირველი შემთხვევა დილის საათებში, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. პროკურორის განცხადებით, თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყანარებლობის მოტივით არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა მეუღლეზე. კერძოდ, მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არ აქვს სახლში ქმრის არყოფნის დროს, მისი ნებართვის გარეშე მიიღოს სტუმრები, ასევე კონტაქტი ჰქონდეს უცხო პირებთან. ბრალდების განცხადებით, ქმარმა ხელი სამჯერ ძლიერად დაარტყა სახის არეში, ასევე, მარცხენა მკლავის არეში დანის გამოყენებით მიაყენა დაზიანება.

მეორე შემთხვევაც სოფელში მოხდა. თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყანარებლობის მოტივით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით იძალადა. კერძოდ, ხელი ძლიერად დაარტყა სახის არეში და ორივე ხელის გამოყენებით თმების არეში ძლიერად მოქაჩა.

,,ბრალდებული თვლის, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არა აქვს გამოთქვას თავისი აზრი, შეეპასუხის მეუღლეს.'' - განუცხადა პროკურორმა მოსამართლეს.

მესამე შემთხვევა უკვე თბილისში, ერთი თვის შემდეგ მოხდა. პროკურორის ცნობით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა:

,,ბრალდებული თვლის, რომ მის მეუღლეს, როგორც ქალს უფლება არა აქვს გამოთქვას თავისი აზრი, შეეპასუხოს მეუღლეს, ასევე გამოთქვას თავისი უკმაყოფილება რაიმე საკითხთან დაკავშირებით''- განუცხადა პროკურორმა მოსამართლეს.

გორის სასამართლომ პირველ და მეორე ფაქტზე ბრალდებული უდანაშაულოდ სცნო. მესამე ეპიზოდზე კი საბოლოო განაჩენით 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რატომ გაამართლა ორ ეპიზოდზე ბრალებული სასამართლომ?

მოსამართლე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. 

,,საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიწოდებულ ინფორმაციას; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ასევე ეფუძნება დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ამასთან, ბრალდების მხარის მოწმეები – გამომძიებლები არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი, უშუალოდ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ შესწრებიან, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა დაზარალებულისაგან. შესაბამისად, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, ხოლო ირიბი ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის "შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით" - აღნიშნა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას ცემის შესახებ, სასამართლოს მიაჩნია: ,,სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ობიექტურად შეუძლებელია განისაზღვროს დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, ბრალდების მხარეს დასაკითხად არ წარმოუდგენია დასკვნის გამცემი პირი.''
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.