რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თიბისიმ EBRD-ისგან, ფაქტორინგის პროდუქტით მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, 10 მილონი ლარი მიიღო.

ეს პირველი შემთხვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.

ფინანსური რესურსი თიბისის საშუალებას მისცემს, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხრიდან, ფაქტორინგის პროდუქტზე გაზარდოს წვდომა.

მოზიდული რესურსით დაფინანსდება შემდეგი სექტორები: სამომხმარებლო საქონლის დისტრიბუცია, სატრანსპორტო მომსახურება, სამშენებლო მასალების წარმოება და ვაჭრობა.

„ჩვენთვის, როგორც საქართველოში ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი კომპანიებისთვის უწყვეტად შევქმნათ განვითარების ახალი შესაძლებლობები. სწორედ ასეთი შესაძლებლობაა ფაქტორინგის დაფინანსებისთვის EBRD-ისგან მოზიდული ფინანსური რესურსიც. ფაქტორინგით საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ კომპანიებს ფულადი სახსრების ეფექტურად მართვაში წარმატებით ვეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი ქართული საბანკო სექტორისთვის შედარებით ახალია, 68%-იანი წილით, ბაზარზე ლიდერები ვართ. ის ფაქტი, რომ თიბისი პირველი ბანკია რეგიონში, რომელმაც EBRD-ისგან ამ მიმართულების დაფინანსებისთვის რესურსი ეროვნულ ვალუტაში მიიღო, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორც ჩვენს მოწინავე პოზიციას პროდუქტისა და ზოგადად ვაჭრობის დაფინანსების განვითარებაში, ისე EBRD-ის ნდობას ჩვენს მიმართ“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა. ამ წლების განმავლობაში, თიბისიმ, პროგრამის ფარგლებში, ჯამში 850 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის, 1000-ზე მეტი სავაჭრო ტრანზაქცია დააფინანსა, მათ შორის: ბათუმის გარე განათების ჩასანაცვლებლად, LED განათებისა იმპორტი და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების საქართველოდან სომხეთში ექსპორტი.

ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის მთავარი მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათთვის, სხვადასხვა პროდუქტით, საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებაა. პროგრამა აძლიერებს ადგილობრივ ბანკებს იმისთვის, რომ მათ კიდევ უფრო აქტიურად დაუჭირონ მხარი ვაჭრობის დაფინანსებას და რაც შეიძლება მეტ პარტნიორ ბიზნესს მისცენ ექსპორტსა და იმპორტში ჩართვის შესაძლებლობა.

EBRD-ის დღემდე საქართველოში 5 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ჯამში 289 პროექტი დაფინანსებული. EBRD-ის დაფინანსების პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: ფინანსური და კერძო სექტორები, მდგრადი განვითარება და მომსახურების სფერო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.