რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორელი ბიზნესმენი და სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი დააკავეს
4 ივნისს საღამოს, გორში, დააკავეს ,,რესტო ბარის’’ მფლობელი იოსებ ბაბაევი.

თბილისიდან დაბრუნების დროს, ქალაქის შემოსასვლელში მას ჯერ უცხო მანქანა აედევნა, არ აძლევდა საშუალებას, რომ მოძრაობა გაეგრძელებინა. შემდეგ კი გზა პოლიციის მანქანებმა გადაუკეტა.

როგორც ადვოკატთან საუბარში სოსო ბაბაევმა განაცხადა, მანქანიდან გადმოსვლისთანავე პისტოლეტი ჩაუდეს, ხოლო ავტომატი საბარგულში მოათავსეს.

,,კარგი ხნის შემდეგ, დაიწყეს ტელეფონით გადაღება, ალბათ, კანონიერი სახის მიცემის მიზნით. ვიდეოს იღებდნენ ტელეფონით და ჩხრეკდნენ.’’ - აღნიშნავს ადვოკატი კახა კალმახელიძე.



მისი ინფორმაციით, იოსებ ბაბაევს ფიზიკური ზემოქმედების კვალი აღენიშნება სახეზე, ხელებზე და ფეხებზე, ტანსაცმელი შემოახიეს და სცემეს.

,,სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარვადგენთ სამედიცინო დასკვნას. რაც მთავარია უკავშირებს პოლიტიკურ აქტიიურობას. დაკავებისას პოლიციელები, სწორედ, ამ აქტიურობას ასახელებდნენ. პოლიციელები ეუბნებოდნენ, ვის მხარეზე დგახარო?’’ - თქვა ადვოკატმა.



დაკავებულმა ადვოკატის მეშვეობით ჟურნალისტებს შეატყობინა, რომ პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევდა, ხოლო ეჭვი აქვს, რომ დნმ-ის ნიმუში პოლიციელებმა მისი სახიდან აიღეს.

იოსებ ბაბაევი გორში ცხოვრობს, მან 10 წლის წინ რესტო ბარი, გორის ციხესთან ახლოს გახსნა. მფლობელის წინააღმდეგ მერიამ არაერთი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარა.

მას დაულუქეს ერთი მანქანა, სანომრე ნიშნების გამო. სანომრე ნიშანზე დროშა იყო დაზიანებული. რესტორნის გვერდით უარი უთხრეს მისი ფართობის შეძენაზე. გაუფრთხილებლად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, აღარ აწვდიდნენ ელექტროენერგიას და სასმელ წყალს. მუნიციპალური ინსპექციამ დააჯარიმა ხუთი ათასი ლარით, ნარჩენების გამო. ნარჩენები პოლიეთილენის პარკში იყო განთავსებული და გასატანად გამზადებული. სასამართლო პროცესები მოიგო.



2023 წლის გაზაფხულზე განაცხადა, რომ რესტორანში არ შეუშვებდა იმ მოსამართლეებს, რომელიც აშშ-ს მთავრობამ დაასანქცირა. ამის საპასუხოდ, სანქცირებულმა მოსამართლეებმა სპეციალური საღამო სწორედ გორში, ოღონდ სხვა რესტორანში გამართეს.

იოსებ ბაბაევმა რესტორნის გარშემო გამოფინა როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის, ნატოსა და უკრაინის დროშები. ეს იმ დროს, როდესაც საქართველოს მთავრობამ პარლამენტში რუსული კანონი დააინიცირა.

მას შემდეგ იოსებ ბაბაევი მონაწილეობას იღებს საპროტესტო აქციებში, როგორც თბილისში, ასევე გორში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინაში მებრძოლებს, სოციალურ ქსელში აქტიურად ოპონირებს ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ. ბოლოს, 31 მაისს ტურისტული სეზონის გახსნის დროს, სააჯაროდ გამოაქვეყნა პოსტი, თუ როგორ არაეფექტურად მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო. იმ დროს, როდესაც ქალაქში ტურისტული სეზონი გაიხსნა, ნაგვის ურნები გადავსებული იყო, ხოლო ქალაქის დიდ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი
კი მისი ოჯახის წევრებს

9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს

14:13 / 09.12.2024
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები
იმართება.

28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.

18:01 / 08.12.2024
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
00:05 / 08.12.2024
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
18:15 / 02.12.2024
ამის შემდეგ გადაინაცვლეს წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე
მდებარეობს ,,ქართული ოცნების''

ამის შემდეგ გადაინაცვლეს წერეთლის გამზირზე, სადაც ასევე მდებარეობს ,,ქართული ოცნების''

18:05 / 01.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.