რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
მარტოხელა დევნილი დედა ბინას ითხოვს - სამინისტრო ბინის შესაძენად 25 ათას ლარს სთავაზობს
შიდა ქართლში მცხოვრებმა მარტოხელა დედამ დევნილთა სამინისტროს ბინა მოსთხოვა.

მოთხოვნაში აღწერილია, რომ ქალი დაბადებულია ქალაქ ცხინვალში. ცხოვრობს შიდა ქართლში, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და იძულებული გახდა დაეტოვებინა დედამთილისა და მამამთილის სახლი.

მარტოხელა მშობელი დევნილთა სამინისტრომ, ბინით დაკმაყოფილების თაობაზე, უარით გაისტუმრა.

ამის შემდეგ, მოქალაქემ სასამართლოს მიმართა. სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლემ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელს იმ გადაწყვეტილების გაუქმება დაავალა, რომლითაც მარტოხელა დედას ბინით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

დევნილთა სამინისტროში ახალი გადაწყვეტილება მიიღეს. მარტოხელა დედას აცნობეს, რომ თუკი მოძებნიდა კერძო ბინას ან სახლს, სახელმწიფო 25 ათას ლარს გადაიხდის.

ქალმა აღნიშნა, რომ გორში ან მის მიმდებარედ ამ თანხით ბინის შეძენა შეუძლებელია. თუმცა, იგი მზადაა შევიდეს საცხოვრებლად იმ ბინაში, რომელსაც თავად სამინისტროს წარმომადგენლები მოძებნიან და 25 ათას ლარად შეიძენენ.

სასამართლომ იმსჯელა იმის შესახებაც, თუ რამდენად საკმარისია აღნიშნული თანხა კერძო ბინის ან სახლის შესაძენად. როგორც სხდომაზე გაირკვა, დევნილთა სამინისტროში არსებობს კომისია, რომელიც კერძო ბინით ან სახლით დაკმაყოფილებაზე მუშაობს.

კომისიის დებულებაში ვკითხულობთ:

,,კომისია განსაზღვრავს კერძო საკუთრებაში არსებული შესასყიდი საცხოვრებელი ფართების (სახლი/ბინა) მაქსიმალურ რაოდენობას. ნასყიდობის ღირებულების მაქსიმალური ოდენობა საცხოვრებელ ფართზე (სახლი/ბინა) განისაზღვრება:

ა) 22 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 1 წევრისაგან;

ბ) 25 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 2 წევრისაგან;

გ) 28 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 3 წევრისაგან;

დ) 31 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 4 წევრისაგან;

ე) 34 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 5 წევრისაგან;

ვ) 37 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 6 წევრისაგან;

ზ) 40 000 ლარი − ოჯახზე, რომელიც შედგება 7 წევრისაგან;

თ) ყოველ შემდგომ წევრზე – 3000 ლარი.

ამ დოკუმენტის საფუძველზე მოსამართლემ განმარტა: ,,რაც შეეხება პრეტენზიას, თანხის ოდენობის სიმცირის (არასაკმარისობის) შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინის შესასყიდად გამოსაყოფი თანხის ოდენობა, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, რეგულირებულია და განსაზღვრულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებს სწორედ ამ სამართლებრივი დანაწესის შესაბამისად და სწორედ მის ფარგლებში.''

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.