რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
29 მუშა და 47 მეეზოვე - გორის ,,კეთილმოწყობის" სამსახურში
გასულ წელთან შედარებით ნაგვის ნარჩენების რაოდენობა ქალაქ გორში შემცირებულია.

ამის შესახებ ,,კეთილმოწყობის" სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშშია მოცემული.

გორში ყველაზე მეტი ნაგავი ივლისში გროვდება, ხოლო ყველაზე ცოტა სექტემბერში.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში იმაზე ცოტა ნარჩენი მოგროვდა, ვიდრე გასული წლის იანვარ-თებერვალში.

ამაზე ცოტა მოგვიანებით.

გორის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ,,კეთილმოწყობის" სამსახური დაფინანსების გაზრდას ითხოვს.

ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ტლაშაძემ ახსნა-განმარტების სახით მერიას წერილობით მიმართა.

წერილობით დოკუმენტში, რომელსაც ანგარიშის სახე აქვს, ჩამოთვლილია ის საკითხები, რომლის მოგვარებას ,,კეთილმოწყობის სამსახური" ვერ ახერხებს.

ქ. გორის დასუფთავების მტვირთავი მუშების რაოდენობა შეადგენს 29 ადამიანს, ხოლო მეეზოვეების რაოდენობა არის 47.

კერძოდ, ,,კეთილმოწყობის სამსახურის" წარმომადგენლის ცნობით, ბიუჯეტის სიმცირის გამო შემცირებულია მუშების რაოდენობა და მათი ხელფასი, შემცირებულია ღამის და დეკორატიუყლი განათების გამართული ექსპლუატაციისათვის შესაძენი მასალების რაოდენობა. სრულყოფილად არ არის გაწერილი გამწვანების სამუშაოებზე რწყვის და ბალახის კრეჭვის პერიოდულობა.

ქალაქში კვლავ შესაცვლელი და დასამატებელია ახალი სანაგვე ურნები და კონტეინერები, პლასტმასის ბორბლებიანი ხელის ურნები.

მიუხედავად იმისა, რომ სამსახურმა ქალაქის ტერიტორიაზე განათავსა გარკვეული რაოდენობის დეკორატიული დასადგმელი ურნები, არსებული რაოდენობა არ არის საკმარისი სკვერებსა და ტროტუარებზე დასამონტაჟებლად. საჭიროა დასადგამი და დასკიდი ურნების შეძენა.

ერთ-ერთი დიდი პრობლემა არის მაწანწალა ძაღლები, რომლებიც ამორტიზირებული უთავსახურო და თაბახდილად დატოვებული ურნებიდან ყრიან ნაგავს და იქმნება ანტისანიტარია, რაც შემდგომ იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას.

ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციას ესაჭიროება არსებული მოძველებული ავტოპარკის განახლება თანამედროვე ტექნიკით.

სამსახურის მიერ ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქალაქის ტერიტორიაზე სუფთა ავტოტრანსპორტის სამოძრაოდ მოწყობილ იქნა ავტოსამრეცხაო ნახმარი წყლების სპეციალური სალექარით.

აღნიშნული პრობლემის გადაჭრის შემთხვევაში მნიშვნელოვნად მოიმატებს მომსახურეობის ხარისხი.

ქალაქ გორში შესაძლო სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციოდ, ასევე ზამთრის პერიოდში თოვლის მოსაგროვებლად და გასატანად, სამსახურს ესაჭიროება მინიმუმ ერთი ერთეული სპეც. ტექნიკა(ტრაქტორი), რომლის შეძენაც საკუთარი სახსრებით არ შეუძლია.

მათთვის სასურველია, თუ საკრებულო დამატებით სახსრებს სარეზერვო მარაგის შესაქმნელად გამოყოფს, რომლითაც შეძენილ იქნას ნიჩბები, ბარები, თოხები, ფოცხები, ცულები, ბენზინზე მომუშავე ჯაჭვური ხერხი და სხვა ინვენტარი.

სამსახურის მიერ ყოველდღიურად ხდება ქალაქის ქუჩების დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა.

დაითვალეს, რომ ყოველთვიურად გასატანია მოსახლეობიდან 4553 კუბ/მ, ხოლო ორგანიზაციებიდან 2100 კუბ/მ ნარჩენი, ყოველთვიურად იწმინდება 3-დან 4კმ სანიაღვრე არხი. სამსახური იტყობინება, რომ ქალაქში ყოველდღიურად იგვება 40 ქუჩა.

რაც შეეხება მოსახლეობის და ქუჩების მომსახურებას მთელი ქალაქის პერიმეტრზე განლაგებულია 366 ცალი დახურული სანაგვე ურნა. აქედან 300-მდე ურნის ყოველდღიური დაცლა ხდება, 66 ცალს კი დღეგამოშვებით ან გრაფიკით საჭიროების მიხედვით.

,,კეთილმოწყობის" სამსახურმა წარადგინა 2015 წლის განმავლობაში ნაგავსაყრელზე გადატანილი ნაგვის რაოდენობა. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი ნაგავი ქალაქში მაისში გროვდება.

თებერვალი-1 188,830ტ
მარტი _ 1 326,160ტ
აპრილი- 1 133,120ტ
მაისი- 1 314,400ტ
ივნისი- 1 442,920ტ
ივლისი- 1 633,100ტ
აგვისტო- 1 523,740ტ
სექტემბერი- 1 070,220ტ
ოქტომბერი- 1 384,600ტ
ნოემბერი-1 222,540 ტ
დეკემბერი-1 100,560ტ
იანვარი 2016 წ. - 941,100 ტ
თებერვალი 2016 წ. - 935,840 ტ.


2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე ქ. გორის ქუჩებში, მოყინულ ადგილებში ხიდებზე, აღმართებში სხვა ადგილებში დაყრილი იქნა 63 ტონა ტექნიკური მარილი. დღეის მდგომარეობით ტექნიკური მარილის ნაშთი არის დაახლოებით 20 ტონა.

დაგვა დასუფთავებაში არ შედის ქალაქის ცენტრში მდებარე რუსთაველის ქუჩა, ასევე კომბინატის ტერიტორიაზე-გორგასლის, ბესიკის, ფეიქრების ქუჩები. მძიმე მდგომარეობაში და აბსოლუტურად მოუწესრიგებელია-მოსკოვის, თარხნიშვილის და ბევრი სხვა ქუჩები, რომელთა დასუფთავებაც მიმდინარეობს სამსახურის ინიციატივით, რათა სხვა ქუჩებზე არ გადავიდეს ის უსუფთაობა რაც ამ ქუჩებზე არის.
იმისათვის, რომ ქ.გორში იყოს ბევრად უკეთესი მდგომარეობა სისუფთავის მხრივ, ამისათვის საჭიროა:

თითქმის ყოველდღე ხდება კერძო მოსახლეობიდან საამშენებლო ნარჩენების გამოტანა და სანაგვე ურნებში ჩაყრა ან მის გვერდით ტომრებით დაწყობა. ეს ხდება უმეტეს შემთხვევაში ღამის საათებში. ამის გამო სავსე ურნის სიმძიმე იმდენად აღემატება დასაშვებ ნორმას, რომ ავტომობილი რომელიც ემსახურება ამ ურნებს ვეღარ ერევა და მუშებს ხელით უხდება მისი ამოყრა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. თანაც გვეკრძალება საამშენებლო (ნანგრევების) მასალის ატანა ნაგავსაყრელზე. ამიტომ ისმის კითხვა: როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

ასევე გვესაჭიროება ქუჩებისთვის მოსარწყავი-მოსარეცხი ავტომანქანა.

ავტომანქანა - ღია სანაგვე ურნების დამცლელი, რომელიც საკმაოდ მოძველებულია და ხშირად ითხოვს შეკეთებას, რის გამოც მისი სანაგვე ურნების დაცლა გვიხდება ხშირ შემთხვევაში მოგვიანებით და ქალაქში იქმნება სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემები.

მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით შეიცვალა დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ურნები, სულ 110 ცალი. გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროას“ მიერ მოხატული იქნა ახალი ურნები, რომლებიც განთავსებული იქნა ქალაქის ცენტრალურ უბნებში.

2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია ქალაქის ცენტრში არსებული შადრევნების რემონტი და ექსპლუატაცია. შესაძენია ცენტრალური ძრავი სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევანზე. ასევე შესაძენია დამხმარე ტუმბო 7 ერთეული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.