რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის დელეგაცია ბრიუსელში იმყოფება
ბრიუსელში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების გამო საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნაადრევად დაიხურა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ განუცხადა.

დელეგაციაში შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც იმყოფებიან.

დელეგაცია ბრიუსელში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის სამინისტროს სახელით, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებამ მიიწვია.

ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების წარმომადგენლობის მიერ მიწვევის წერილში აღნიშნულია, რომ სამუშაო შეხვედრების გამართვა 21-22 მარტს იყო ჩანიშნული.

,,ტერაქტის გამო 22 მარტს ყველა შეხვედრა დაიხურა. 21 მარტს ჩვენი წარმომადგენლები რამდენიმე ოფიციალურ პირს შეხვდნენ კიდეც. მათ შორის, ჯეიმზ აპატურაის. ამჟამად, ქვეყნებს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია და ხვალ თუ აღდგა ფრენა, გამომგზავრებას შეძლებენ" - ამბობს შალვა ტლაშაძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის აპარატის ცნობით, სამინისტროს აპარატისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები უსაფრთხოდ იმყოფებიან.

დელეგაცია 21 მარტს NATO -ს შტაბ-ბინაში სახალხო დიპლომატიის სამართველოს პროგრამის კოორდინატორს საშა მიულერს შეხვდა.

თემა NATO -სკომუნიკაციების გამოწვევები ვარშავის სამიტამდე

შემდეგ გაიმართა ბრიფინგი & დისკუსია: NATO -საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელსაც ჯეიმს აპპატურაი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლი, გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე პოლიტიკის საკითხებსა და უსართხოების პოლიტიკის სამმართველოში უძღვებოდა.

21 მარტს დელეგაციამ შეხვედრა ტედ ვაიტსაიდთანაც მოასწრო, რომელიც გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა სახლხო დიპლომატიის სამმართველოში.

22-23 მარტს ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დაგეგმილი შეხვედრა-კონფერენციები აღარ გაიმართა.






Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.