რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ლაშა ჯიოშვილის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის
ლაშა ჯიოშვილი ატენიდანაა. სამი შვილის მამა იმ ადამიანთა შორის ერთ-ერთია, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს სისტემას, რომელიც, მისი აზრით, ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსს უკარგავს და ოკუპანტ რუსეთთან პირისპირ მარტო ტოვებს.

ლაშა ვიდეოოპერატორია, ამჟამად მუშაობს „ტვ პირველში“. თუმცა ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივიზმშიც და ამის გამო არაერთხელ გამხდარა მმართველი პარტიის სამიზნე.

„ქუჩაში ვდგავარ არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ, არამედ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ადამიანებს ღირსება და არჩევანი წაართვა,“ — ამბობს ის. ლაშა ჯიოშვილი რამდენჯერმე დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ამის პარალელურად, ხელისუფლების მხარდამჭერები მის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობენ. სამთავრობო მედიით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის აქციებზე ფულისთვის დადის. „რეალურად, ღამით ჭერებზე დავდივარ — გასაჭიმ ჭერს ვაკეთებ. ამას ვაკეთებ ოჯახის სარჩენად. მაგრამ დღისით მაინც ქუჩაში ვარ, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი ხმა საჭიროა,“ — ამბობს ლაშა.

ის უკვე წლებია დამოუკიდებლად მუშაობს, აკეთებს გასაჭიმ ჭერებს და ამით ინახავს ოჯახს. ამბობს, რომ წარსულში მუშაობდა გორის მერიაში — 2 წლის განმავლობაში, თუმცა დატოვა საჯარო სამსახური მას შემდეგ, რაც მისგან მოითხოვეს ტყუილების თქმა. „მაშინაც ასე იყო — დავინახე, რომ იქ ყოფნა ჩემი პრინციპების წინააღმდეგ მიდიოდა და უბრალოდ წამოვედი. ხმა არ ამომიღია, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ ვერ დავრჩებოდი. არც ერთი ხელფასის ფასად, არც ერთი სამსახურის სანაცვლოდ არ ვაპირებ ისე გავჩუმდე, რომ მერე ჩემ შვილებს ვიღაცამ უთხრას — „მედოროვე იყოო“. არ მინდა ეს შეურაცხყოფა.“

ლაშა აქტიურად იღებდა მონაწილეობას წინა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ამ ფაქტებს „ქართლის ამბების“ არქივიც ინახავს. ჯიოშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო ირაკლი ალასანიას პარტიიდან. „წინა ხელისუფლების დროსაც ვიდექი ქუჩაში. ამ ხელისუფლების დროსაც ვდგავარ. ჩემი სამსახურებრივი შესაძლებლობებიდან, ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსიდან გამომდინარე, ვიბრძვი როგორც შემიძლია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მომდევნო ხელისუფლების დროსაც ისევ ქუჩაში ვიქნები — იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი არის, ეს ქვეყანა დალაგდეს. მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო, სადაც ვიღაც არ გაუსწორდება ფიზიკურად თავისი შეხედულების გამო. მინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული.“

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.