რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პროკურატურა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (2021-2025 წწ) ლევან გამრეკელის დაკავების შესახებ განცხადებას აქვეყნებს
პროკურატურა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (2021-2025 წწ) ლევან გამრეკელის დაკავების შესახებ განცხადებას აქვეყნებს:

,,საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი - პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.

,,შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ლევან გამრეკელმა, ხაშურის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად. ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2020-2023 წლებში ფარულად დაეუფლნენ შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ 5 000 000 ლარის ღირებულების, სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

,,დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით ქურდობა) წარედგინებათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქართველოს პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება ბრალდებულების მხრიდან შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოვლენის და დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.