რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ზაზა მეხრიშვილი ლევან გამრეკელის დაკავებაზე: ,,დღემდე აფინანსებდა უფასო სასადილოს. ახლა რა ეშველება ამ მოხუცებს, მართლა არ ვიცი
ხაშურის უფასო სასადილოს ხელმძღვანელი ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ მილსადენის მილების ქურდობის ფაქტზე გამოძიება 2 წლის წინაა დაწყებული. ლევან გამრეკელი და კიდევ ორი პირი კი გუშინ დააკავეს.

ლევან გამრეკელი ჯართის ბიზნესით იყო დაკავებული. იგი აფინანსენდა ხანდაზმულთა სასადილოს ხაშურში. ზაზა მეხრიშვილის განცხადებით ირკვევა, რომ ჯართის შეგროვებისას მილსადენის მილები იქნა ამოღებული.

,,ისე ცნობისთვის ეგ საქმე 2 წლის წინ აღიძრა, ნაღიარებიც აქვს ერთერთს... შეცდომა მოხდა მილის ამოღებასთან დაკავშირებით. ყველა ველოდებოდით, რომ მკაცრი არ იქნებოდა კანონი მათ მიმართ. "

,,იმედს გამოვთქვავ, ყველაფერი გაირკვევა და ლევანს გამოუშვებენ.
ასეთი ადამიანის ციხეში ჯდომით არავის არაფერი შეემატება. ლევანს კიდევ ბევრ კარგი საქმეები აქვს საკეთებელი, პროკურატურა და კანონი ლოიარული იქნება ალბათ მის მიმართ."

,,დღემდე აფინანსებდა უფასო სასადილოს. ახლა რა ეშველება ამ მოხუცებს, მართლა არ ვიცი. მარტო მე ვერანაირად ვერ გავწვდები სასადილოს."- წერს ზაზა მეხრიშვილი, რომელიც ლევან გამრეკელის დაფინანსებულ სასადილოს ხელმძღვანელობს.

,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი ლევან გამრეკელი ოსიაურის თემში საკრებულოს წევრად 2021 წელს აირჩიეს. გახდა საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე. 2025 წლის 10 ნოემბერს პროკურატურამ 5 მლნ ლარის ღირებულების მილსადენების ქურდობის ფაქტზე დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, მილების ქურდობის ფაქტები 2020-2023 წწ-ში დაფიქსირდა.

,,ქართლის ამბები" წერდა, რომ 2023 წელს გამრეკელის წლიურმა შემოსავალმა 3.7 მლნ ლარს მიაღწია. დაკავშირებული იყო როგორც ჯართის ბიზნესთან, ასევე ქვიშა-ხრეშის საწარმოებთან. საკრებულოს წევრამდე კი, მაგალითად, 2018 წელს, მისი კომპანიები ხაშურის მერიის ტენდერებში იმარჯვებდნენ. ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტი იყო, მაგალითად, ალისა და ნაბახტევის ხიდბოგირების მიტოვებული სამუშაოები, რა დროსაც ხიდის მოაჯირებიც კი დაიკარგა.

ლევან გამრეკელს დაუპირისპირდა ეპისკოპოსი სვიმეონი, რომელიც აცხადებდა, რომ გამრეკელს ქველმოქმედება პიარისთვის სჭირდებოდა. ზაზა მეხრიშვილმა განმარტა, რომ მეუფე სვიმეონს გამრეკელმა ძვირადღირებული მანქანა არ უყიდა, ასევე არ დაუთმო მიწის ნაკვეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.