ახალი ამბები
ქარელის მერიის ცნობით, ორთუბნის ჭაში კომპანიამ მოტორი არ დააყენა
ქარელის მერია ჩივის, რომ სოფელ ორთუბნის ჭაში, რომელიც სოფლის
პროგრამით გაკეთდა, კომპანიამ „მოტორი“ დააკლო.
ორთუბანში ჭის გაკეთება 2024 წელს დაიწყეს და 2025 წელს გააგრძელეს.
სოფლის პროგრამით 2024 წელს მერიამ მოსახლეობას ჭა მოუწყო. ადგილზე ჩანს, რომ ორთუბნელებს ჭიდან წყლის ამოღება უჭირდათ, რადგან სოფელში ძირითადად ხანდაზმულები ცხოვრობენ.
2025 წელს იმავე სოფლის პროგრამით გადაწყდა, რომ ჭაში დამონტაჟებულიყო ტუმბოები, საიდანაც წყალს ეზოებამდე მილებით მიუყვანდნენ.
კომპანია „არნიბერი 2023“-ის წარმომადგენლები დოკუმენტაციაში უთითებენ, რომ 180 მ სიგრძეზე მილები გაიყვანეს, ტუმბო დაამონტაჟეს და მერიას ისე ჩააბარეს. შესრულებულ სამუშაოში 6223 ლარი მოითხოვეს.
დავა შესყიდვების სააგენტოში განიხილეს. ქარელის მერის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ორი ტუმბო შეუკვეთეს, კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ერთ ჭაში ორი ტუმბო ვერ იმუშავებდა და ერთიც საკმარისი იყო. პრეტენზია კი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას არავის გასჩენია. საბოლოოდ, კომპანიას მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.

ამავე კატეგორიაში
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო
სასამართლოს
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის
სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორში,
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი
კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები