რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
მძიმე შედეგები - 2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტის 8 სოფლიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს კასპის მუნიციპალიტეტის 8 სოფლიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს.

შედეგებმა აჩვენა, რომ:

რვიდან ორ სოფელში წყალი ქიმიურადაა დაბინძურებული — დაფიქსირდა ნიტრატების მაღალი შემცველობა;

დანარჩენ სოფლებში კი წყალში აღმოჩნდა კოლიფორმები (ფეკალური დაბინძურების მაჩვენებელი);

რიგ შემთხვევებში გამოვლინდა სხვა მიკრობიოლოგიური ბაქტერიებიც (ყველა ტიპის ბაქტერია — როგორც ფეკალური მასები (ადამიანის ან ცხოველის), ან დაუმუშავებელი კანალიზაცია ან სასოფლო ნარჩენები).

სინჯების დეტალური შედეგები:

სოფ. დოესი – საბავშვო ბაგა-ბაღის სამზარეულოს ონკანი
დაფიქსირდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება (კოლიფორმები)

სოფ. გრაკალი – საბავშვო ბაღთან არსებული საერთო მოხმარების ონკანი
კოლიფორმების მაღალი მაჩვენებელი

სოფ. თელიანი – იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება
მიკრობიოლოგიური დაბინძურება (კოლიფორმები)

სოფ. ზემო ხანდაკი
კოლიფორმები დაფიქსირდა

სოფ. თეძმისხევი
კოლიფორმები დაფიქსირდა

სოფ. კოდისწყარო – კერძო პირის წყლის წერტილი
ნიტრატები ნორმაზე მაღალი (ქიმიური დაბინძურება)

სოფ. სარიბარი – კერძო პირის წყლის წერტილი
ნიტრატები ნორმაზე მაღალი, დამატებით დაფიქსირდა კოლიფორმებიც — კომბინირებული დაბინძურება (ქიმიური + მიკრობიოლოგიური)

სოფ. ქვემოჭალა – საერთო მოხმარების ონკანი
კოლიფორმები დაფიქსირდა

ანგარიშის მიხედვით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა წყლის მიღების შეზღუდვა და შესაბამისი ზომების გატარება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.