რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურელ მოქალაქეს ბოლშევიკების წართმეულ მიწას არ უბრუნებენ
სახელმწიფომ ხაშურში მოქალაქეს არ დაუბრუნა ის მიწის ნაკვეთი, რომელიც წინაპარს, 1921 წელს, ბოლშევიკებმა ჩამოართვეს.

საქმე სასამართლომდე მივიდა. სასამართლოს განმარტებით, ამჟამინდელი კონსტიტუცია ავტომატურად ვერ აღადგენს იმ კერძო საკუთრების უფლებას, რომელიც 1921 წელს, საბჭოთა ნაციონალიზაციის შედეგად გაუქმდა.

როგორც ,,ქართლის ამბებმა'' გაარკვია, საქმე დაახლოებით 8 091 კვ.მ მიწის ნაკვეთს ეხება. ეს მიწის ნაკვეთი მოქალაქის წინაპარს შეძენილი ჰქონდა 1911 წელს. ოკუპაციის შემდეგ კი, 1921 წლის რევოლუციური კომიტეტის დეკრეტით, მიწები მაშინდელი სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა.

მოქალაქე სასამართლოში ამტკიცებს, რომ საბჭოთა პერიოდის კანონები უსამართლო იყო, ხოლო დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში საკუთრების უფლება აღდგენილი უნდა ყოფილიყო.

სასამართლოს შეფასებით, 1921 წლის დეკრეტმა ძველი კერძო საკუთრება სამართლებრივად გააუქმა. სადავო ქონება მიწების საყოველთაო ნაციონალიზაციის შედეგად, წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. შემდეგ სახელმწიფოს აღარ დაუბრუნებია ეს მიწა ოჯახის საკუთრებაში.

სასამართლოს განმარტავს, რომ მხოლოდ ისტორიული ჩანაწერის არსებობა საკუთრების უფლების აღსადგენად საკმარისი არ არის. აუცილებელია არსებობდეს საკუთრების უწყვეტი სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლომ აღნიშნა, რომ დავა უნდა შეფასდეს იმ სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებითაც, რომელიც კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში მოქმედებდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა, ხოლო რეპრესირებული ოჯახის შთამომავლის მოთხოვნა, მიწის რეგისტრაციის შესახებ, საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.