რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქვიშა-ხრეშის უკანონო გატანა სოფელ ოსიაურში
ხაშურელი ადვოკატი ირინა ფერაძე ყოველდღიურად სოფელ
ოსიაურში ქვიშა-ხრეშის საწარმოს ყარაულობს. პერიოდულად საწარმოში
კომპანია ,,ბილტმორის'' სატვირთო ავტომანქანები მოდიან და ცდილობენ
ქვიშა-ხრეშის წაღებას.
17 მაისსაც ირინა ფერაძე ,,ბილტმორის'' მანქანებს წინ
გადაუდგა, გამოიძახა პოლიცია, თუმცა, როგორც პირდაპირ ჩართვებში
აცხადებდა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და იძალადეს.
,,ბილტმორი'' სახელმწიფო უწყებების მთავარი კონტრაქტორია
და შიდა ქართლში ძირითადად საგზაო სამუშაოებს
ახორციელებს.
ირინა ფერაძე ამბობს, რომ ტერიტორია კილაბერიძეების
საკუთრებაა, ხოლო ,,ბილტმორი'' უნებართვოდ შედის სხვის ტერიტორიაზე და
წიაღისეულს იპარავს. ქურდობის ფაქტზე კი 3 თვეა ხაშურის პოლიციას
რეაგირება არა აქვს.
,,მოდის ბილტმორის წარმომადგენელი, მაყენებს სიტყვიერ და
ფიზიკურ შეუარცხყოფას. ვიძახებ პოლიციას, მაგრამ აქეთ ეხმარებიან
მოპარვაში. პოლიციის საქმეს მე ვაკეთებ, ვიცავ ქონებას ქურდობისგან,''
- აცხადებს ირინა ფერაძე.
როგორც ადვოკატი განმარტავს, ,,ბილტმორი'' საკრებულოს
ყოფილი ვიცე-თავმჯდომარის, ლევან გამრეკელის დავალებით მოქმედებს.
ლევან გამრეკელი ამჟამად პატიმრობაშია სახელმწიფო ქონების მიტაცების
ფაქტზე.
,,ბილტმორსა და ლევან გამრეკელს შორის შედგა ყალბი
ხელშეკრულება, სადაც ჩაწერეს, რომ თითქოს ლევან გამრეკელმა
წიაღისეულის მოპოვების უფლება ბილტმორს მისცა. სხვისი ქონების
გაქირავების უფლება არც ლევან გამრეკელს ჰქონდა. მოვითხოვ სახელმწიფომ
დაიცვას კილაბერიძეების უფლებები. ქონება დაყადაღებულია და იქიდან
რაიმე მასალის წაღების უფლება არავის აქვს.'' - აცხადებს ირინა
ფერაძე.
რა აკავშირება წიაღისეულ საწარმოში გამრეკელს?
როგორც ადვოკატი განმარტავს ისტორია ასეთია:
ლიცენზია გურამ კილაბერიძემ მოიპოვა. მას საკრებულოს
ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ლევან გამრეკელმა საწარმოს მიქირავება
შესთავაზა. გურამ კილაბერიძე 2022 წელს გარდაიცვალა. ვიდრე
მემკვიდრეზე გადავიდოდა ქონება, ლევან გამრეკელმა თვითნებურად დაიწყო
წიაღისეულის მოპოვება. ამის გამო დააჯარიმეს არა თუ ლევან გამრეკელი,
არამედ კილაბერიძეები. გამრეკელის ჯარიმა კილაბერიძეებმა გადაიხადეს.
შემდეგ ლევან გამრეკელი დაიჭირეს. ლევან გამრეკელმა გააფორმა რაღაც
ხელშეკრულება ,,ბილტმორთან'', რომლითაც თითქოს ,,ბილტმორს'' მიეცა
უფლება ქვიშა-ხრეშის მოპოვებისა. არანაირი უფლება არ ჰქონდა ლევან
გამრეკელს სხვისი ქონება გაექირავებინა. ლევან გამრეკელისთვის არავის
მიუცია ამის უფლება. ეს დავა სასამართლოში მიმდინარეობს. მოვითხოვე
ქონების დაყადაღება, დააყადაღეს, მაგრამ ამ დაყადაღებულ ქონებაში
მაინც შემოდიან და გააქვთ წიაღისეული,'' - განმარტავს
ადვოკატი.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება
360-ე მუხლით (თვითნებობა) მიმდინარეობს. ირინა ფერაძე აცხადებს, რომ
ადგილი აქვს არა თუ თვითნებობას, არამედ ქურდობას როგორც კერძო პირის,
ასევე სახელმწიფო ქონების:
,,ერთია, რომ ბილტმორი აზარალებს კერძო პირს, მეორე -
აზარალებს სახელმწიფოს, რადგან გადასახადს არ იხდის. ამაში ხელს
უწყობენ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე'' - აღნიშნავს ირინა
ფერაძე.
,,ბილტმორის'' წარმომადგენელი პოლიციელებთან საუბარში
აცხადებს, რომ მას ქვიშა-ხრეშის წაღების სრული უფლება აქვს. ის აქეთ
პოლიციელებს ადანაშაულებს უმოქმედობაში.
სოფელ გომის შს განყოფილების უფროსი ერთ-ერთ ვიდეოში
აცხადებს, რომ ,,მოქალაქეებს ხელი ეშლებათ მუშაობაში''. მოქალაქეებში
იგი ,,ბილტმორის'' მანქანების მძღოლებს გულისხმობდა. ვიდეოში ჩანს,
რომ იგი ცდილობს ირინა ფერაძეს გზა გაახსნევინოს და ,,ბილტმორის''
უფლებები დაიცვას.
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის ცნობით, კასპის მერიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში [ყარაღაჯი]
მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე მეხუთე დღეა არ
მიეწოდება.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქურდობის დროს პირობითი მსჯავრის
ქვეშ იმყოფებოდა.
შავ სიაში შეიყვანეს კომპანია, რომელიც კასპის სოფლებში 3 სკოლას
აშენებდა
“სინათლე მედიის” ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი,
ჩაირიცხა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები