რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ტელეკომპანია ,,თრიალეთს" მეწილე წესდების შეცვლას თხოვს
კომპანია ,,აქცეპტმა'' ტელეკომპანია „თრიალეთს“ წესდების
შეცვლა მოსთხოვა. „აქცეპტი“ ითხოვს, რომ ისეთ მნიშვნელოვან
საკითხებზე, როგორიცაა წილის გასხვისება, გადაწყვეტილება მხოლოდ ყველა
პარტნიორის თანხმობით მიიღებოდეს და არა ხმათა
უმრავლესობით.
ამჟამად
„თრიალეთის“ წილები ასე ნაწილდება:
ჯონდო ნანეტაშვილი
— 50%
ნინო გაგნიძე —
40%
შპს „აქცეპტი“ —
10%
მოქმედი
წესდებით, გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისია ხმების
3/4 - ორი პარტნიორის თანხმობა, სწორედ ამას ეწინააღმდეგება
„აქცეპტი“.
2026 წლის 7 მაისს
პარტნიორთა კრებაზე განახლებული წესდების მიღება სცადეს, თუმცა
„აქცეპტის“ წარმომადგენელმა ოქმს ხელი არ მოაწერა, რადგან მისი
მოთხონა არ გაითვალისწინეს. მიუხედავად ამისა, მეორე დღეს განახლებული
წესდება საჯარო რეესტრს წარუდგინეს. რეესტრმა რეგისტრაცია შეაჩერა იმ
არგუმენტით, რომ წესდებაში არ წერია ის პოზიცია, რომელსაც „აქცეპტიც“
იზიარებდა.
ტელეკომპანია
„თრიალეთი“ აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა კანონი არასწორად განმარტა
და ამით ერთ პარტნიორს კომპანიის საქმიანობის დაბლოკვის ბერკეტი
მისცა. არხმა პროკურატურასაც მიმართა.
,,ასეთი ინტერპრეტაცია რეალურად ქმნის მექანიზმს, რომლითაც
ერთ პარტნიორს შეუძლია სრულად დაბლოკოს კომპანიის რეგისტრაცია და
საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მძიმე შედეგებს იწვევს დამოუკიდებელი
მედიის შემთხვევაში. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები საჭიროებს
სამართლებრივ შეფასებას და გამოძიებას, რადგან შესაძლოა იკვეთებოდეს''
- აღნიშნულია ,,თრიალეთის'' განცხადებაში.
ვინ არის კახა კობიაშვილი და რას წარმოადგენს კომპანია შპს
,,აქცეპტი''. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 2015 წლის
ანგარიშის თანახმად, კახა კობიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია.
ასევე არის ცხრა სხვადასხვა ოფშორული კომპანიის იურიდიული
წარმომადგენელი”.
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის ცნობით, კასპის მერიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში [ყარაღაჯი]
მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე მეხუთე დღეა არ
მიეწოდება.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქურდობის დროს პირობითი მსჯავრის
ქვეშ იმყოფებოდა.
შავ სიაში შეიყვანეს კომპანია, რომელიც კასპის სოფლებში 3 სკოლას
აშენებდა
“სინათლე მედიის” ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი,
ჩაირიცხა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები