რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 132-ე შეხვედრა ერგნეთში
2026 წლის 14 მაისს ერგნეთში გაიმართა ინციდენტების
პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 132-ე
შეხვედრა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დადებითად შეაფასა
IPRM-ის ფორმატში მონაწილეთა მუდმივი ჩართულობა.
თანათავმჯდომარეებმა ასევე მოიწონეს აპრილში,
მართლმადიდებლური აღდგომის პერიოდში, ადმინისტრაციულ საზღვართან (ABL)
გამშვები პუნქტების დროებითი გახსნა, რომელმაც ინციდენტების გარეშე
ჩაიარა. მათი განცხადებით, ამან მოსახლეობას საშუალება მისცა ენახათ
ნათესავები, დასწრებოდნენ რელიგიურ მსახურებებს და მოენახულებინათ
სასაფლაოები.
EUMM-მა და ეუთომ მოუწოდეს მხარეებს, მსგავსი პრაქტიკა 3
ივნისს ლომისობის დღესასწაულზეც გაგრძელდეს. ამასთან, მათ კვლავ
დააყენეს გამშვები პუნქტების სრულად გახსნის საკითხი და აღნიშნეს, რომ
ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების აღდგენა მნიშვნელოვნად
გააუმჯობესებდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ
ცხოვრებას.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სარწყავი სეზონის წინ წყლის
რესურსების მართვის საკითხები. EUMM-მა გამოთქვა მზადყოფნა,
საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური შეხვედრაც გამართოს და „ცხელი
ხაზის“ მეშვეობით სარწყავ წყალთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა
გააგრძელოს.
მონაწილეებმა იმსჯელეს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან
არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გადაადგილების შეზღუდვებზე და
ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებზე. განხილვის თემებს
შორის იყო დაკავებებისა და გადაადგილების თავისუფლებასთან
დაკავშირებული ინდივიდუალური შემთხვევებიც.
EUMM-მა და ეუთომ მხარეებს მოუწოდეს, შეწყვიტონ
დაკავებების პრაქტიკა და ყველა არსებული საქმე ჰუმანიტარული მიდგომით
გადაწყვიტონ.
მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს EUMM-ის „ცხელი ხაზის“
მნიშვნელობას, როგორც ინფორმაციის გაცვლისა და დაძაბულობის შემცირების
მთავარ მექანიზმს.
IPRM-ის მომდევნო შეხვედრები 2026 წლის 23 ივლისსა და 8
სექტემბერს გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის ცნობით, კასპის მერიაში
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში [ყარაღაჯი]
მოსახლეობას სასმელი წყალი უკვე მეხუთე დღეა არ
მიეწოდება.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული ქურდობის დროს პირობითი მსჯავრის
ქვეშ იმყოფებოდა.
შავ სიაში შეიყვანეს კომპანია, რომელიც კასპის სოფლებში 3 სკოლას
აშენებდა
“სინათლე მედიის” ანგარიშზე მორიგი დონაცია, 1000 ლარი,
ჩაირიცხა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები