რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
წყალარინების პროექტზე გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასები ჩაერიცხათ
ცნობილი ხდება, რომ ხაშურში წყალარინების პროექტზე მომუშავე თანამშრომლებს ხელფასები გაფიცვის შემდეგ ჩაერიცხათ.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა, თუმცა რატომ იქმნება ხელფასების გაცემის პრობლემა — ამ დრომდე გაურკვეველია. პროცესს დასაქმებულები გაუმჭვირვალეს უწოდებენ.

ხაშურში 100-ზე მეტი ქუჩა კვლავ ელოდება წყალარინების სამუშაოების დასრულებას. ხაშურის მერიის განცხადებით, გზების მოასფალტება სწორედ საკანალიზაციო სისტემების მოწყობის დასრულების შემდეგ იგეგმება.

პროექტის საერთო ღირებულება, ყოფილი მერის, თენგო ჩიტიაშვილი განცხადებით, დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ჯამია.

ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები 2021-2022 წლებში დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ კი ცნობილი ხდება, რომ პროექტისთვის თანხები აღარ ჰყოფნით, თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა პრობლემურია, ხოლო მთავრობას დამატებით 18 მილიონი ლარის გამოყოფა დასჭირდა ცენტრალური ქუჩების მოასფალტებლად.

აღნიშნული 18 მილიონი ლარით ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია და მოასფალტება უნდა განხორციელდეს, რადგან მიიჩნევა, რომ ამ მონაკვეთებზე საკანალიზაციო სისტემების მონტაჟი უკვე დასრულებულია.

თუმცა, როგორც ხაშურის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი წერდა, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელზე დასაერთებელი რამდენიმე აბონენტი გამორჩათ, რის გამოც მოასფალტების სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შსს-ს ცნობით დაიღუპა დედა, ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.
შსს-ს ცნობით დაიღუპა დედა, ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.
00:44 / 14.07.2026
ისინი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას ხარჯების გაღებისკენ მოუწოდებენ
ისინი სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციას ხარჯების გაღებისკენ მოუწოდებენ
15:04 / 13.07.2026
კომპანიას, რომელსაც ქარელში 1.1 მილიონი ლარი გადაურიცხეს, 4
ათას ლარზე ედავებიან.
კომპანიას, რომელსაც ქარელში 1.1 მილიონი ლარი გადაურიცხეს, 4 ათას ლარზე ედავებიან.
14:22 / 13.07.2026
ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
ინფორმაციას სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.
11:37 / 13.07.2026
გორელმა გიორგი პეტუაშვილმა, რომელიც კომაროვის სკოლის
მოსწავლეა, 240 000-დოლარიანი სრული სასწავლო გრანტი მოიპოვა.
გორელმა გიორგი პეტუაშვილმა, რომელიც კომაროვის სკოლის მოსწავლეა, 240 000-დოლარიანი სრული სასწავლო გრანტი მოიპოვა.
10:43 / 13.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.