ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, დაგვიანების მიზეზებად სახელდება მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობა სკოლის სიახლოვის გამო, ელექტროგადამცემი ხაზის დემონტაჟის დაგვიანება, ასევე ზამთრის მკაცრი ამინდი, სანიაღვრე არხი და მოსახლეობის პროტესტი. ბოლოს კი მოედნის შემცირებაზე მოითხოვეს ვადის ცვლილება.
პირველი გადავადება — მუშაობა მხოლოდ შაბათ-კვირას
საბავშვო ბაღის მშენებლობა 2023 წლის ივნისში დაიწყო. უნდა დასრულებულიყო 15 თვეში - 2024 წლის ოქტომბერში. 2025 წლის მარტში სამუშაოების ვადა გადაიწია 2025 წლის 30 აპრილამდე.
ოფიციალური განმარტებით, სამშენებლო პროცესის შეფერხება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია. მათ შორის მთავარი იყო ის, რომ სოფელ ურბნისში საბავშვო ბაღისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ემიჯნებოდა საჯარო სკოლას, რის გამოც სამუშაოების წარმოება მხოლოდ შაბათ-კვირას ხდებოდა და გრაფიკს ჩამორჩა.
ამასთან, ტერიტორიაზე არსებული მაღალი სიმძლავრის ანძა და გადამცემი ხაზები, ასევე ხე-ნარგავები, რომლებიც ქარელის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა გადაეტანა, გახდა დამატებითი შემაფერხებელი ფაქტორი.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შენობის ძველი საძირკველი სრულად დემონტირებული არ იყო, რის გამოც სამშენებლო მოედანზე გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემები გაჩნდა. დამატებით, სამუშაოების ნაწილი, მათ შორის სამღებრო პროცესები, ტექნოლოგიური შეზღუდვების გამო შეფერხდა.
მეორე გადავადება — ზამთარი და სანიაღვრე სისტემა
2025 წლის ოქტომბერში ვადა კიდევ ერთხელ გადაიხედა და სამუშაოების დასრულება განისაზღვრა 2025 წლის 25 სექტემბრამდე.
მიზეზებად დასახელდა ზამთრის პერიოდში ნორმაზე მაღალი ყინვა და უხვი ნალექი, ასევე ის, რომ ზოგიერთი სამუშაო ტექნოლოგიურად არ არის დასაშვები ასეთ პირობებში და ზამთრის პერიოდი თავდაპირველ გრაფიკში სრულად არ იყო გათვალისწინებული.
დამატებით პრობლემად იქცა სოფლის სანიაღვრე სისტემა, რომელიც სამუშაოების პროცესში ეზოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ამან გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი, რადგან სანიაღვრე საერთო საკუთრებად ითვლებოდა და ბაღის ტერიტორიაზე მისი განთავსება მიუღებლად მიიჩნიეს.
მესამე ცვლილება - შემცირებული მოედანი და ინფრასტრუქტურა
2025 წლის დეკემბერში ცვლილება შეეხო მხოლოდ სამუშაოების შინაარსსა და ღირებულებას.
ეზოს სიმცირის გამო შემცირდა სათამაშო მოედნის (კაუჩუკის საფარის) მოცულობა და გადაიგეგმა ატრაქციონების განთავსება. ასევე შემცირდა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურა — მათ შორის წყლის სოკო და ავტომატური შემრევების ნაწილი. დამატებით, პროექტს დაემატა გაზის აბონირების პროცედურები.
ამჟამად, შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კვლავ გადაიწია.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები