რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ზღუდრის ეკლესიის დანგრევის საკითხი
ძამის ხეობაში, ზღუდრის ეკლესიის დანგრევაზე ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დასანგრევი იყო.

„სადაც დღეს პრეტენზიას გამოთქვამენ, იქ ადრე პლანს ეწეოდნენ, საპირფარეშო ჰქონდათ მოწყობილი და ათასგვარი ურჯულოება ხდებოდა. ახლა კი ძეგლთა დაცვის წარმომადგენლები ამბობენ, თითქოს მეუფე იობმა ეკლესია დაანგრია. მეუფე იობს ეკლესია კი არ დაუნგრევია, არამედ აღადგინა და ააშენა. მისივე ღვაწლით ძამის ხეობაში 105 მონასტერი აღდგა და აშენდა, რაც არც ერთ ეპარქიაში არ არის.

სანამ ეს ტაძარი საბოლოოდ დაინგრეოდა, სად იყო ძეგლთა დაცვა? სად იყავით თქვენ, ჟურნალისტები? რატომ არ გამოიძიეთ ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ არ გააშუქეთ?

გამოიკვლიეთ მეუფე იობის ღვაწლი. 1996 წლიდან მის საქმიანობას აკვირდებით, ახლა კი მხოლოდ იმას ამბობთ, რომ ტაძარი დაანგრია. რატომ არ კითხულობთ, რა მდგომარეობაში იყო ის ადგილი? იქ ეკლესია აღარ ფუნქციონირებდა, ტერიტორია საპირფარეშოდ იყო ქცეული. სწორედ ამიტომ მიიღო მეუფე იობმა გადაწყვეტილება, იქ ეკლესია აღედგინა.

ძეგლთა დაცვას რატომ არ ეკითხებით, რა უნდა აღდგენილიყო იმ ადგილას, სადაც მხოლოდ ერთი კედელი იყო დარჩენილი და ისიც იმდენად დაზიანებული, რომ ერთი ხელის მიწოლაზეც შეიძლებოდა ჩამოშლილიყო?

სად იყო ძეგლთა დაცვა მაშინ, როდესაც ტაძრის ნანგრევებში სიგარეტს ეწეოდნენ, პლანს მოიხმარდნენ და ადგილი ურჯულოების ბუდედ იყო ქცეული?

ასევე კითხულობთ, რატომ შეიცვალა ყინწვისის ტაძარში იატაკი. იმიტომ, რომ იატაკი მტვრის ბუდედ იყო ქცეული და მასზე სოკო იყო ამოსული. ეს კითხვები ძეგლთა დაცვის მიმართ რატომ არ ჩნდება?

თუ ნამდვილად სიმართლეს ემსახურებით, მიდით და ჰკითხეთ ძეგლთა დაცვას, სად იყვნენ აქამდე. რატომ არ კითხულობთ, რამ მიიყვანა ეს ტაძრები დანგრევამდე და რატომ ვერ შეძლეს მათი დაცვა? რატომ ვერ დაიცვეს ბაგრატის ტაძარი, რომელსაც წლების განმავლობაში მხოლოდ დროებითი გადახურვა ,,პალატკა'' ჰქონდა, რათა წვიმის წყალი შიგნით არ ჩასულიყო?“ - განუცხადა ,,ქართლის ამბებს'' ყინწვისის ეკლესიის წინამძღვარმა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლის, გიორგი სანდოძის განმარტებით, ზღუდერში, VI-VII საუკუნეების ძეგლის არა თუ დანგრევა, არამედ რესტავრაცია იგეგმებოდა.

„მშენებლობა შეჩერებულია, რადგან აღნიშნულ სამუშაოებზე ოფიციალური ნებართვა არ არსებობდა. სააგენტოსთან შეთანხმებული იყო მხოლოდ ძეგლის რესტავრაციის პროექტი. როგორც გასულ წელს, ისე ახლაც მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები უკანონოა. შესაბამისად, სამუშაოები შეჩერებული იქნება მანამდე, ვიდრე შესაბამისი უწყებები კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და შემდგომ ნაბიჯებს არ განსაზღვრავენ.“- განუცხადა ჟურნალისტებს სანდოძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.