რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კეხისჯვრის საბავშვო ბაღში სსმ ბავშვის მასწავლებელს არ აბრუნებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის პედაგოგი, მეგი გოჩიაშვილი, სასამართლოში გამარჯვების მიუხედავად, სამსახურში ამ დრომდე არ აღუდგენიათ.

როგორც მეგი გოჩიაშვილი აცხადებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი სარჩელი, დაადგინა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო და მიიღო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

თუმცა, ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. გოჩიაშვილის შეფასებით, გასაჩივრება პროცესის გაჭიანურებასა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადებას ემსახურება.

„როგორც იცით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად შეისწავლა საქმის მასალები, სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტები და მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. თუმცა მათ გამოიყენეს გასაჩივრების უფლება და საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაიტანეს. მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებისა და კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების მცდელობა,“ – აცხადებს მეგი გოჩიაშვილი.

„ქართლის ამბები“ საქმის კომენტირებისთვის ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებას დაუკავშირდა. გაერთიანების დირექტორმა გამოცემას განუცხადა: „მაგ ბავშვს არაფერი არ აკლია, კარგად ბრძანდებოდეთ“, რის შემდეგაც სატელეფონო საუბარი დაასრულა.

როგორც „ქართლის ამბები“ ადრე წერდა, მეგი გოჩიაშვილი 2026 წლის 1 იანვრიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს იმ მოტივით, რომ ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვისთვის შესაბამისი სპეციალისტის შენარჩუნების ხარჯის გაწევა არ სურდათ. სწორედ ამ გადაწყვეტილების კანონიერება გახდა სასამართლო დავის საგანი.

საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება, რის გამოც პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ შესულა კანონიერ ძალაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.