რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის საკითხი
10 ივლისს გორის საკრებულო ჭალის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის საკითხს განიხილავს. პროექტის ინიციატორი გორის მერიაა. მერიას ნებართვის მისაღებად ბიზნესმენმა ოფელია მაკრახიძემ და მისმა კომპანიამ მიმართა.

ანონსის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას დაუკავშირდა ყოფილი ღვინის ქარხნის კომპანიის წარმომადგენლები, მათი განცხადებით, განაშენიანების დეტალური გეგმა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიასაც მოიცავს, თუმცა, მათი თქმით, ამ საკითხზე მათთან არავის უმსჯელია და თანხმობა არ გაუციათ..

კომპანიის ერთ-ერთი მეწილე აცხადებს, რომ კომპანიის დირექტორი ვასილ სიდამონიძე ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში მეწილეებს ატყობინებდა, რომ ქონების გასხვისება არ იგეგმებოდა. ამ ფონზე იგი სვამს კითხვას, ვინ და რა სამართლებრივი საფუძვლით ჩართო კომპანიის ტერიტორია პროექტში.

მისი თქმით, საუბარია თითქმის 50-წლიანი ისტორიის მქონე საწარმოზე, რომლის აღდგენასა და ღვინის წარმოების, ტურიზმისა და დასვენების სივრცედ განვითარებას გეგმავს, და არა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის მის გამოყენებაზე.

,,ქართლის ამბები" დაუკავშირდა ვასილ სიდამონიძესაც, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით თანხმობა არ გაუცია.

,,ქართლის ამბებმა" პრეტენზიასთან დაკავშირებით, გორის მერიას წერილობით აცნობა. ამ ეტაპზე პასუხი არ მიგვიღია.

ყოფილი ღვინის ქარხნის წარმომადგენლებს მისაღები აქვთ პასუხი შემდეგ კითხვებზე?

▪️ ვინ დათანხმდა კომპანიის ქონების პროექტში ჩართვას;
▪️ იცოდა თუ არა გორის მერიამ, რომ კომპანიის ყველა მეწილე ამ პროცესში არ მონაწილეობდა;
▪️ რამდენად შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესს ისტორიული საწარმოს მომავლის იგნორირება.
რედაქცია საკითხზე კომენტარს გორის მერიას, პროექტის ინიციატორებსა და განმხილველებს დაუკავშირდა. მათი პოზიციის მიღების შემთხვევაში მასალას გამოვაქვეყნებთ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს, რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება უსამართლობაა.
21:50 / 20.10.2026
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე მდგომარეობაშია.
18:32 / 20.10.2026
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
17:48 / 20.10.2026
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
14:05 / 20.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
12:24 / 20.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.