რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქარის ელექტროსადგურები იგოეთში
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთის ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტი კომპანია ,,აპოთეკომ'' გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის აპრილში წარადგინა.

15 ტურბინის დადგმა დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების - იგოეთის, ლამისყანის, ხვითის, სამთავისის, თეზის, ოკამის და ბოჟამის მიმდებარედ. დაგეგმილია როგორც ტურბინების, ასევე მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროსადენების მონტაჟი, რომლითაც დენს ქსნის ელექტროსადგურს მიჰყიდიან.

პროექტში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიას კვეთს მტაცებელ ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტები. აღწერილი 139 სახეობის ფრინველიდან, 12 წარმოადგენს საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ სახეობას (მათ შორის, ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბექობის არწივი (Aquila heliaca), დიდი მყივანი არწივი (Aquila clanga) და სხვ.).

რამდენად საფრთხე ექმნება ამ სახეობებს, კომპანია წერს, რომ ვერ მოხერხდა მათი ზუსტი აღწერა, რადგან ფრინველები მალე ფრინდებოდნენ და ფოტოების გადაღება ვერ მოასწრეს.

,,კვლევის დროს დაფიქსირდა ფრინველთა რაოდენობრივი სიმწირე და ძირითადად ისეთი სახეობები, რომლებიც უეცრად ფრინდებოდნენ და შესაბამისად ვერ მოხერხდა სათანადო ფოტომასალის შეგროვება'' - აღნიშნულია პროექტში.

,,გადამფრენი ფრინველების რაოდენობა წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იცვლება. სამწუხაროდ, არსებული მონაცემები არ იძლევა პროექტის ტერიტორიაზე სეზონურად გადამფრენი ფრინველების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას.'' - ვკითხულობთ ასევე პროექტში.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არის ტყის მასივი, მოწყობილი ელექტროსადენები, რომელიც ეკუთვნის როგორც ენერო პრო ჯორჯიას, ასევე ,,საქრუსენერგოს''. მოიცავს ასევე საძოვრებს და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს.

პროექტი 2024 წელს მოწონებულია საქართველოს მთავრობის მიერ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის სოფელ დოესში აცხადებენ, რომ სასმელ წყალს ფერმერები
იტაცებენ.
კასპის სოფელ დოესში აცხადებენ, რომ სასმელ წყალს ფერმერები იტაცებენ.
13:06 / 07.07.2026
ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
— ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას
ითხოვს
ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა — ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
11:18 / 07.07.2026
წვიმის შემდეგ წყალი დაგუბდა კავთისხევი - კასპის
დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მიქელწყაროს ტერიტორიაზე.
წვიმის შემდეგ წყალი დაგუბდა კავთისხევი - კასპის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მიქელწყაროს ტერიტორიაზე.
09:27 / 07.07.2026
მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე
დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
22:36 / 06.07.2026
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები
დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.
17:28 / 06.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.