რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოფელია მაკრახიძის საცხოვრებელი კომპლექსი გორში
გორში ოფელია მაკრახიძის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის
პროექტის განხილვა დაიწყო.
საუბარია სასტუმრო „ვიქტორიას“ ტერიტორიასა და მის უკან
მდებარე მიწის ნაკვეთებზე, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი
კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ჭალის უბნის საკმაოდ დიდ
ტერიტორიას მოიცავს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმაა, რომ მერიამ შპს
„ემ ეს ჯი გორის“ ინიციატივით, თამარ მეფის ქუჩა №76-ის ტერიტორიაზე
განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების პროცედურები
დაიწყოს.
ოფელია მაკრახიძის კომპანიამ უნდა ჩაატაროს ტერიტორიის
სრულყოფილი კვლევა, პროექტში გაითვალისწინოს ავტოსადგომების მოწყობა
თავად კომპლექსის ტერიტორიაზე, რათა მეტი სივრცე დარჩეს ეზოსთვის,
ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და სხვა საერთო ინფრასტრუქტურისთვის.
ასევე, პროექტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული მიმდებარე უბნის
ურბანული სტრუქტურა და განაშენიანების ხასიათი, რათა ახალი კომპლექსი
გარემოსთან ჰარმონიულად იყოს შერწყმული.
ოფელია მაკრახიძე [ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ
მაკრახიძის შვილი] გორში ერთ-ერთი პირველი დეველოპერია. სწორედ მისმა
კომპანიამ 2015 წელს ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი
კორპუსების მშენებლობა დაიწყო. თავად ამბობს, რომ ამან სხვა
ინვესტორებსაც მისცა სტიმული და ამის შემდეგ გორში მშენებლობა
დაახლოებით 10-მდე დეველოპერულმა კომპანიამ დაიწყო.
მხოლოდ 2021–2023 წლებში გორის მერიამ 13 მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.
ამ ფონზე ქალაქს დღემდე არ აქვს გენერალური განაშენიანების
გეგმა. 2024 წელს გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე აცხადებდა, რომ
დოკუმენტი მალე მომზადდებოდა და სწორედ ის განსაზღვრავდა, სად, რა
ფორმით და რა პარამეტრებით იქნებოდა შესაძლებელი მრავალსართულიანი
განაშენიანება. თუმცა ამ დაპირებიდან უკვე ორი წელი გავიდა და
გენერალური გეგმა ჯერაც არ არის წარმოდგენილი. მანამდე მსგავსი
დაპირებები გორელებს ყოფილი მერებიც – კონსტანტინე თავზარაშვილი და
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – აძლევდნენ.
ოფელია მაკრახიძის ახალი პროექტის საკითხი პირველად 2025
წელს უნდა განეხილა საკრებულოს, თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართლის
ამბებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერიის დოკუმენტაციას მიწის ყველა
მესაკუთრის თანხმობა არ ერთვოდა, მერიამ საკითხი სხდომიდან
გაიწვია.
ახლა საკითხი ხელახლა დაბრუნდა საკრებულოში. დეპუტატები
თანახმა არიან, რომ მერიამ და კომპანიამ განაშენიანების დეტალური
გეგმისა და შემდგომი ნებართვების მისაღებად კანონით გათვალისწინებული
პროცედურები დაიწყონ.
ამავე კატეგორიაში
კასპის სოფელ დოესში აცხადებენ, რომ სასმელ წყალს ფერმერები
იტაცებენ.
ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა
— ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას
ითხოვს
წვიმის შემდეგ წყალი დაგუბდა კავთისხევი - კასპის
დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ მიქელწყაროს ტერიტორიაზე.
მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე
დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
ყოფილ ზნაურის რაიონის სოფელ ძაღინაში 72 და 67 წლის მამაკაცები
დაიკარგნენ. ღამით მათ ფრონეს ხეობის სიღრმეში მიაგნეს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები