რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კასპში მუშებმა სამუშაო მიატოვეს
სადგურ კავთისხევში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის
გამო, მუშებმა საწარმო მიატოვეს. კომპანიას ისინი საამქროში
სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ჰყავდა დაქირავებული.
საქმე ეხება კომპანია „ევროცემენტს“, რომელმაც 2024 წელს
პარტიებს „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ ჯამში 53 000 ლარი
შესწირა.
მუშებმა განაცხადეს, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმურება,
რადგან დამქირავებელმა სახურავზე ასასვლელი დახრილი რკინის კიბე
მოხსნა, მის ნაცვლად კი კედელზე ვერტიკალურად დამაგრებული კიბე
მოაწყო.
მუშებმა აღნიშნეს, რომ ახალი კონსტრუქცია უსაფრთხოების
მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა და მოითხოვეს შესაბამისი, უსაფრთხო კიბის
მოწყობა. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სამუშაოების გაგრძელებაზე
უარი თქვეს და ობიექტი დატოვეს.
„ევროცემენტმა“ მუშებს სასამართლოში უჩივლა. კომპანია
აცხადებდა, რომ სამუშაოების შეწყვეტის გამო დაზიანდა უკვე შესრულებული
ნაწილიც და ითხოვდა როგორც გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე
დამატებით ანაზღაურებას პირგასამტეხლოს სახით.
საქმის განხილვისას გორის საქალაქო სასამართლომ და
შემდგომმა ინსტანციებმა დაადგინეს, რომ მუშების გადაწყვეტილება
საფუძვლიანი იყო. სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მათ ჰქონდათ უფლება
უარი ეთქვათ ისეთი სამუშაოს გაგრძელებაზე, რომელიც სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
ამავე კატეგორიაში
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ მთავარ დამნაშავედ ბოლო ავტომობილის
მძღოლი გამოაცხადა. სამართალდამრღვევად ცნობილი მოქალაქე აღნიშნავს,
რომ მხოლოდ ბოლო მანქანის მძღოლის დამნაშავედ გამოცხადება
უსამართლობაა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, XII-XIII საუკუნეების
მიჯნაზე დაარსებული სამონასტრო კომპლექსის გალავანი მძიმე
მდგომარეობაშია.
მოსწავლეები, რომლებიც 6 წელია ახალ სკოლას ელოდებიან და მე-6 სკოლაში
არიან გადანაწილებულნი, დღეს გაიფიცნენ.
მეწარმეების განცხადებით, გზის მოწესრიგება მათ სამეწარმეო
საქმიანობას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლის
მტკიცებით, მოქალაქეს სახლის წინ 5 საბურავი ჰქონდა განთავსებული.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები