რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარე ბავშვების შენახვას ფუფუნებად თვლის
ხვალ ქალაქ გორის საკრებულო ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივას განიხილავს.

ინიციატივა, რომელიც პირველად შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაახმაურა, ქალაქის ბაღებიდან გორის მიღმა რეგისტრირებული ბავშვების გარიცხვას ეხება.

სატელევიზიო ახალ ამბებში ეს საკითხი მთავარ მოვლენად იქცა. ინიციატივას ბევრი წინააღმდეგი გამოუჩნდა. განსაკუთრებით, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელები.

ოქრუაშვილის ინიციატივას საკრებულოს თავმჯდომარემ ასეთი განმარტება გაუკეთა:

,,დღეის მდგომარეობით, ქალაქის ბიუჯეტს,ზემოაღნიშნული 600-მდე ბავშვის შენახვა ყოველწლიურად უჯდება 400 000 ლარამდე, რომელიც ქალაქისათვის მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენს, თუნდაც სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებისათვის და ასეთი თანხის ამ მიმართულებით ხარჯვა ქალაქის ბიუჯეტისათვის არის ფუფუნება."- სტილი დაცულია.

განცხადება მთავრდება იმით, რომ ბავშვების მშობლებს 6 თვე აქვთ იმისათვის, რომ გამოსავალი იპოვონ:

,,ახალ სასწავლო წლამდე არსებული დრო ექვსი თვე საკმარისი იქნება, რათა დაინტერესებულმა პირებმა (მშობლებმა) ან რაიონის ხელმძღვანელმა პირებმა გამონახონ ხელსაყრელი გამოსავალი." - იუწყება ქალაქის საკრებულო, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელი ილია მეტრეველია.

,,ქალაქის საკრებულოს და ქალაქის მერიის მთავარ მიზანს წარმოადგენს მის ტერიტორიაზე მცხოვრები (რეგისტრირებული) მოქალაქეების ინტერესების დაცვა და მათზე ზრუნვა, შესაბამისად, ქალაქში მცხოვრები ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების ეფექტურად ხარჯვა უნდა იქნეს ქალაქის ხელმძღვანელობის უმთავრესი მიზანი, აღნიშნულიდან გამომდინარე საკრებულოში მომზადდა განკარგულების პროექტი, რომელიც შეეხება ქალაქში არსებული საბავშვო ბაღების ეფექტურად მართვას, აღნიშნულ საკითხზე გამოყოფილი ფინანსების ეფექტურად ხარჯვას."

,,ერძოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში არსებული ბაღები საგრძნობლად გადატვირთულია, რადგან გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ქალაქის ბაღებში მიღებულია 600-მდე ბავშვი, რომელთა მშობლები არ არიან რეგისტრირებული ქალაქის ტერიტორიაზე, შესაბამისად, არ იხდიან არანაირ გადასახადებს ქალაქის ბიუჯეტში და იმავდროულად მათი იურისდიქციის (ძირითადად გორის და ქარელის რაიონების) ხელმძღვანელობა დიდი ხნის განმავლობაში უარს აცხადებდა თანადაფინანსების გამოყოფაზე და საკითხის კონსტრუქციულად გადაწყვეტაზე."

,,ქალაქის ინტერსებიდან გამომდინარე მოხდა საკრებულოს განკარგულების პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ქალაქის საბავშვო ბაღები დაფინანსდება ქალაქში მცხოვრები ბავშვების (ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის) სულადობის საფუძველზე." - ციტატის დასასრული

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნავს,ომ გორის მერიის ბიუჯეტი სრულად გასწვდება იმ ბავშვთა კონტინგენტის დაფინანსებას, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული.

,,გვინდა განვმარტოთ რამდენიმე გარემოება:

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებამდე, გორის ბიუჯეტი, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 18 459 500 ლარს შეადგენდა (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2165104) და ეს ბიუჯეტი საკმარისი იყო ქალაქისა და რაიონის ბაგა-ბაღებისათვის. მას შემდეგ, რაც შეიქმნა ქ. გორის მერია და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიუჯეტი ორ ნაწილად გაიყო. შედეგად, თითოეული უწყების ბიუჯეტმა 9 მილიონი ლარი შეადგინა. 2016 წელს, ცალკე ქ. გორის მერიის ბიუჯეტი შეადგენს 14 842 000 ლარს (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3183911), რაც მერიის 2014 წლის ბიუჯეტს 5 მილიონი ლარით აღემატება. აქედან გამომდინარე, არგუმენტი, რომ ქალაქ გორის მერიას მწირი ბიუჯეტი აქვს და ამის გამო გეგმავენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მშობლების შვილებს ქალაქის ბაგა-ბაღებში დაფინანსება შეუწყვიტონ, უსაფუძვლო და მცდარია.

მცდარია, ასევე, პროექტის ინიციატორების განცხადება, რომ თითქოს, გორის მერიას იმ 394 აღსაზრდელის დაფინანსება, რომელთა მშობლებლების იურიდიული მისამართები გორის მუნიციპალიტეტის სოფლებია, 400 ათას ლარამდე უჯდება, რადგან რეალურად, ამ რაოდენობის ბავშვების წლიური ხარჯი, საშუალოდ, 120 ათას ლარამდეა." 




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.