რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ხაშურის რესურსცენტრის უფროსი სასკოლო ფორმის ხარისხს „ზარას“ პიჯაკს ადარებს

„ზარას“ 299-ლარიანი პიჯაკისა და 45-ლარიანი სასკოლო ფორმის ქსოვილის შემადგენლობა ერთმანეთს ჰგავს, ამის შესახებ ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე აცხადებს.

„ეს არის ზარას 299 ლარიანი პიჯაკი. ნაჭრის შემადგენლობა იმეორებს სასკოლო ფორმის შემადგენლობას“, წერს ზვიად გოგუაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სასკოლო ფორმის დაბალი ფასი მის უხარისხობას არ ნიშნავს.

„სასკოლო ფორმის სიიაფე მართლა არ ნიშნავს მის უხარისხობას“, აცხადებს გოგუაძე.

თავისი მოსაზრების გასამყარებლად, ზვიად გოგუაძემ „ზარას“ პიჯაკის ეტიკეტიც წარმოადგინა. ეტიკეტის მიხედვით, პიჯაკი თურქეთშია დამზადებული, მისი გარე გარსი 65% პოლიესტერსა და 24% ვისკოზას შეიცავს, ხოლო სარჩული 100%-ით პოლიესტერისგან არის დამზადებული.

რაც შეეხება განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ პიჯაკს, რომლის ღირებულება 45 ლარია, გოგუაძემ მოგვაწოდა მისი ქსოვილის შემადგენლობისა და ხარისხის სპეციფიკაციები.

დოკუმენტის მიხედვით, სასკოლო პიჯაკის, შარვლისა და ქვედაკაბის ძირითადი ქსოვილი შეიცავს 72% პოლიესტერს, 25% ვისკოზას (რეონს) და 3% სპანდექსს/ელასტინს. წერია, რომ პიჯაკის სარჩულიც დამზადებულია 100%-იანი პოლიესტერისგან.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, განმარტებულია:

პოლიესტერი, სინთეზური ბოჭკოა. ქსოვილს მატებს გამძლეობას, ფორმის შენარჩუნების უნარს და ნაკლებად იჭმუჭნება.

ვისკოზა (რეონი), ბოჭკოა, რომელიც ცელულოზისგან მზადდება. ჩვეულებრივ, ქსოვილს უფრო რბილ და სასიამოვნო შეგრძნებას აძლევს.

სპანდექსი/ელასტინი, ძალიან ელასტიკური ბოჭკოა. მცირე რაოდენობითაც კი ქსოვილს გაწელვისა და მოძრაობის შესაძლებლობას მატებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის
გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა ავტობანზე. ხურვალეთის გადასახვევთან ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
17:37 / 10.08.2026
გორში სტადიონის წინ მანქანა ქალს დაეჯახა.
გორში სტადიონის წინ მანქანა ქალს დაეჯახა.
16:48 / 10.08.2026
ტინისხიდის, ორთაშენისა და
თედოწმინდის მოსახლეობა მოითხოვს,
მელიორაციის ბალანსზე არსებული სარწყავი არხი
სოფლების ბალანსზე გადმოვიდეს, რათა
სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი
თანხით თავად აღადგინონ დაზიანებული
მონაკვეთები.
ტინისხიდის, ორთაშენისა და თედოწმინდის მოსახლეობა მოითხოვს, მელიორაციის ბალანსზე არსებული სარწყავი არხი სოფლების ბალანსზე გადმოვიდეს, რათა სოფლის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით თავად აღადგინონ დაზიანებული მონაკვეთები.
14:33 / 10.08.2026
ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია
საქართველოსთვის“ დატოვა.
ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა.
12:58 / 10.08.2026
დღეიდან, გორის მერიაში სპორტის განყოფილება გაუქმდა.
დღეიდან, გორის მერიაში სპორტის განყოფილება გაუქმდა.
12:19 / 10.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.