შიდა ქართლში ხორბლისა და ქერის აღების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ფერმერების თქმით, წელს კომბაინების დაქირავება და ჩამოყვანა განსაკუთრებულ პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევად კვლავ რჩება ნაკვეთებამდე მისასვლელი გზები.
„დღეს თუ კომბაინების დაქირავება და ჩამოყვანა პრობლემას არ წარმოადგენს, ყველაზე დიდ სიძნელეებს ვაწყდებით გზებზე. არის ადგილები, სადაც კომბაინი უბრალოდ ვერ მიდის. ნაკვეთებამდე მისასვლელი გზები არის გასაკეთებელი და მისახედი“, გვითხრეს სოფელ საღოლაშენში, ქარელის მუნიციპალიტეტში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, შიდა ქართლში მარცვლეული კულტურები (ხორბალი და ქერი) დაახლოებით 4,4 ათას ჰექტარზე ითესება.
რეგიონში მარცვლეული კულტურების საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 2,6 ტონას შეადგენს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები