რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ერთი პატარა ოთახიდან გერმანული ენის შემსწავლელ ცენტრამდე - კობახიძეების ოთხი ათწლეულის ისტორია
1987 წელს დაწყებული ოჯახური საქმიანობა დღეს უკვე ქარელსა და გორში მოქმედ გერმანული ენის შემსწავლელ ცენტრად იქცა. კობახიძეების ისტორია თითქმის ოთხ ათწლეულს ითვლის და ამ წლების განმავლობაში გერმანული ენის შესწავლით არაერთი თაობის წარმომადგენელი დაინტერესდა. ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კობახიძე, გვიყვება, როგორ დაიწყო ყველაფერი და რას სთავაზობს სასწავლებელი დღეს გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებს.

კობახიძეების გერმანული ენის სწავლების ისტორია 1987 წელს იწყება. ყველაფერი ერთი პატარა ოთახით დაიწყო — იმ დროისთვის არსებული შესაძლებლობების ფარგლებში მოწყობილი სივრცით, რომელიც წლების განმავლობაში უამრავი მოსწავლისთვის საყვარელ ადგილად იქცა.

როგორც გიორგი კობახიძე ამბობს, საფუძველი ოჯახის უფროსმა წევრმა ჩაუყარა, რომელმაც უცხო ენათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სკოლაში მასწავლებლობასთან ერთად გერმანული ენის კერძოდ სწავლება გადაწყვიტა.

„სწორედ ამან დაუდო საფუძველი ჩვენს ოჯახში გერმანულის სწავლების ათწლეულოვან ისტორიას“, — აღნიშნავს გიორგი კობახიძე.

მოგვიანებით საქმიანობას მისი უფროსი და შეუერთდა, შემდეგ კი — მეორე დაც, რომელმაც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დაამთავრა და სწავლა საარლანდისა და ციურიხის უნივერსიტეტებში განაგრძო. საბოლოოდ, გერმანიაში, ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის დამთავრებისა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საქმიანობაში თავად გიორგი კობახიძეც ჩაერთო.

წლების განმავლობაში ოჯახური ინიციატივა თანდათან უფრო მასშტაბურ საგანმანათლებლო საქმიანობად ჩამოყალიბდა. რამდენიმე წლის წინ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სახელმწიფო დაფინანსების შემდეგ, კობახიძეებმა სკოლის ოფიციალურად დაარსება და საქმიანობის გაფართოება გადაწყვიტეს.

დღეს ცენტრი ქარელში სამ თანამედროვე, სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარით სრულად აღჭურვილ ოთახში ფუნქციონირებს. 2025 წლის ოქტომბრიდან კი ცენტრმა საქმიანობა გორშიც გააფართოვა და ახალი ჯგუფების მიღებისთვის ემზადება.

გერმანული ენა — ნებისმიერი ასაკისთვის



ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწავლების სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომობაა. როგორც გიორგი კობახიძე ამბობს, სასწავლებელში გერმანული ენის სწავლა ფაქტობრივად ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია.

ამის შესაძლებლობას, მისი თქმით, პირველ რიგში, მასწავლებლების პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება ქმნის.

კობახიძეების ცენტრში, ოჯახის წევრების გარდა, კიდევ ორი მასწავლებელია დასაქმებული. გიორგი კობახიძე განსაკუთრებით უსვამს ხაზს მათი პროფესიონალიზმის, სანდოობისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობას — სწორედ ეს თვისებებია, მისი თქმით, ცენტრის გუნდის წევრად გახდომის აუცილებელი წინაპირობა.

სასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი კი მოსწავლეთა შედეგებია. გიორგი კობახიძის თქმით, თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ცენტრს მისაღებ და სხვადასხვა სასერტიფიკატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლე ფაქტობრივად არ ჰყოლია. სასწავლებლის გაფართოებასთან ერთად ასეთი შემთხვევებიც გამოჩნდა, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ისინი ერთეული და ძალიან იშვიათია.

ოთხივე ენობრივი კომპონენტი — თანაბარი ყურადღების ქვეშ

სწავლებისას ცენტრი თანამედროვე გერმანული გამომცემლობების მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს იყენებს. პროგრამა ოთხივე ძირითადი ენობრივი კომპონენტის განვითარებას მოიცავს — მეტყველებას, წაკითხულის გააზრებას, მოსმენილის გაგებასა და წერას.

ცენტრის მიდგომა სწორედ ამ უნარების თანაბარ განვითარებას ეფუძნება, რადგან გერმანული ენის სრულფასოვანი ცოდნა მხოლოდ გრამატიკის ან ლექსიკის ათვისებას არ ნიშნავს.

სასწავლებელში მსურველებს გერმანული ენის შესწავლა A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით შეუძლიათ. კურსები განკუთვნილია როგორც ენის საფუძვლების შესასწავლად, ისე ცოდნის გასაღრმავებლად და კონკრეტული გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

გერმანია — სწავლის, მუშაობისა და ახალი შესაძლებლობების გზა

გერმანული ენის შესწავლა ცენტრში შესაძლებელია სხვადასხვა მიზნისთვის. მათ შორისაა გერმანიაში სამუშაოდ ან სასწავლებლად წასვლა, ასევე Au-Pair პროგრამაში მონაწილეობა.

ცენტრი ამზადებს მსმენელებს Goethe-Institut-ის, ÖSD-ის, TELC-ისა და TestDaF-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის. გარდა ამისა, შესაძლებელია ეროვნული გამოცდებისა და მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაც.

სწავლის ფორმატიც მსმენელის საჭიროებებზეა მორგებული — მეცადინეობები ტარდება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ.

ახალი ეტაპი - გორი



კობახიძეების ცენტრისთვის გორში გაფართოება განვითარების ახალი ეტაპია. ცენტრმა გორში საქმიანობა 2025 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, ხოლო ახალი სასწავლო ჯგუფების დაკომპლექტებას სექტემბრიდან გეგმავს.

ეს შესაძლებლობას აძლევს გორისა და მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს, გერმანული ენა იმავე გამოცდილებისა და პროფესიული მიდგომების საფუძველზე შეისწავლონ, რომლითაც კობახიძეების ცენტრი თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მუშაობს.

ერთი პატარა ოთახით დაწყებული საქმიანობა დღეს უკვე თანამედროვე სასწავლო სივრცეებად, მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალი მასწავლებლების გუნდად არის ქცეული. თუმცა, როგორც ცენტრის ისტორიიდან ჩანს, მთავარი მაინც უცვლელია — გერმანული ენის სწავლებისადმი ოჯახური ერთგულება და სურვილი, ცოდნა მომავალ თაობებსაც გადასცენ.

გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ცენტრის Facebook-გვერდზე A.N.G. - კობახიძეების გერმანული ენის შემსწავლელი ცენტრი, სადაც ასევე შესაძლებელია ცენტრის მასწავლებლების გამოცდილებისა და კომპეტენციის გაცნობა. საკონტაქტო ინფორმაცია და WhatsApp-ის ნომერიც აღნიშნულ გვერდზეა მითითებული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
წრიული სამარხი მეხუთე ტერასაზე გამოვლინდა, კლდოვან ქანში.
წრიული სამარხი მეხუთე ტერასაზე გამოვლინდა, კლდოვან ქანში.
15:35 / 22.08.2026
ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, გორის სამხედრო
ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარებისა და თანამშრომლების მანქანები
ცენტრალური შესასვლელით ვეღარ შედიან და თვეზე მეტია მხოლოდ უკანა
კარით სარგებლობენ.

ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარებისა და თანამშრომლების მანქანები ცენტრალური შესასვლელით ვეღარ შედიან და თვეზე მეტია მხოლოდ უკანა კარით სარგებლობენ.

15:08 / 22.08.2026
სოფელ რეხაში მართვის მოწმობის გარეშე ნასვამი მდგომარეობით მართვისა
და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის დაკავებულ 25 წლამდე
ასაკის მამაკაცს მოსამართლემ ბოდიშისა და პირველი დარღვევის
გათვალისწინებით მხოლოდ შენიშვნა მისცა.
სოფელ რეხაში მართვის მოწმობის გარეშე ნასვამი მდგომარეობით მართვისა და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის დაკავებულ 25 წლამდე ასაკის მამაკაცს მოსამართლემ ბოდიშისა და პირველი დარღვევის გათვალისწინებით მხოლოდ შენიშვნა მისცა.
15:00 / 22.08.2026
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში ქვეყნის
მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა და 19 უკანონო ხმოვანი
მოწყობილობა ამოიღეს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 12 საათში ქვეყნის მასშტაბით 40 სამართალდარღვევა გამოვლინდა და 19 უკანონო ხმოვანი მოწყობილობა ამოიღეს.
14:21 / 22.08.2026
ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია
დაიგეგმა

ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია დაიგეგმა

10:51 / 22.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.