რედაქტორის რჩევით
გორის III საჯაროს სკოლის ყველა მოსწავლე სწავლას სკოლაში დაიწყებს
გორის III საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა კლასის მოსწავლე, 15 სექტემბერს, სწავლას III საჯარო სკოლის შენობაში დაიწყებს.

მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აღარ იგეგმება მაღალი კლასის მოსწავლეების დროებითი გადაყვანა გორის X საჯარო სკოლის შენობაში.
შეგახსენებთ, 2026 წლის აგვისტოში III საჯარო სკოლაში გათბობის და სახანძრო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. სექტემბრის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ სამუშაოების გამო მოსწავლეთა ნაწილი სხვა სკოლაში გადაეყვანათ. თუმცა, დღეს ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული წესით განხორციელდა და კლასები მზადაა მოსწავლეების მისაღებად.

გუშინ 9 სექტემბერს მოსწავლებს სკოლის ჯგუფებში სთხოვეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ შენობის დალაგებაში. სკოლის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ მოსწავლეები არ ღებულობენ მონაწილეობას სამშენებლო მასალების გატანაში.

ფოტოზე: 10 სექტემბერი, ვითარება III საჯარო სკოლაში. ,,პროცესში ჩართულები არიან დამლაგებლები და მასწავლებლები. მოსწავლეები არ ღებულობენ მონაწილეობას დასუფთავებაში. რაც შეეხება სარემონტო სამუშაოებს, მხოლოდ მესამე სართულზე დარჩა მცირედი სამუშაოები, სადაც ასევე რამდენინე დღეში დასრულდება რეაბილიტაცია. პირველი და მეორე სართულზე ყველაფერი დასრულდა"- გვითხრა სკოლის წსრმომადგენელმა.
ამავე კატეგორიაში
14.8 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი 2026 წლის
1-ელ სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. კომპანია „საგზაო სამშენებლო
სამმართველო #1“ ამ დრომდე მეტეხის ხიდთან მუშაობს.
კასპის მერიის დაკვეთით ზემო ჩოჩეთში აშენებული საპირფარეშოს კედლები
მიწას დაშორდა. ხელშეკრულების მიხედვით, მერიას კომპანიისთვის
საგარანტიო ვადა არ მოუთხოვია.
კეცხოველის ქუჩაზე მცხოვრებლებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება
გამოძახეს. დაშავებული აცხადებს, რომ წაიქცა, ადგილზე კი საგამოძიებო
მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
კასპელი აქტივისტის ირაკლი მილაძის თქმით, თბილისი-კასპის
მიმართულებით ტრანსპორტი საკმარისი არ არის. მგზავრებს დიდუბეში
საათობით უწევთ ლოდინი, რის გამოც მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში ადგილობრივებს მოსავლის
აღებამდე 500-600 კილოგრამი პომიდორი მოჰპარეს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები