„აღმოსავლეთ ევროპის ქალაქ კასპის დელეგაცია ჰინოს ვაჭრობის ფილოსოფიას გაეცნო“ -იაპონიის ტელევიზია
კასპის მერიის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძისა, და პარლამენტის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის ვიზიტი იაპონიის ქალაქ ჰინოში ადგილობრივმა ტელევიზიამ გააშუქა.
სიუჟეტში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქალაქ კასპის დელეგაცია ჰინოს ესტუმრა და ადგილობრივი ვაჭრების ისტორიულ ფილოსოფიას გაეცნო.
„ჰინოს ვაჭრების ისტორიულ ფილოსოფიას საფუძვლად უდევს იდეა, რომლის მიხედვითაც, ვაჭრობით მიღებული სარგებელი მხოლოდ პირადი კეთილდღეობისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს. მიღებული მოგების ნაწილი რეგიონისა და საზოგადოების განვითარებას უნდა მოხმარდეს. სწორედ ამ პრინციპში დაინახეს იაპონურმა და ქართულმა მხარეებმა საერთო ღირებულება“, -აღნიშნულია იაპონური ტელევიზიის სიუჟეტში.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა და იაპონურმა მხარეებმა საჩუქრებიც გაცვალეს. საქართველოდან ჰინოში ქართული ღვინო და სუფრის გადასაფარებლები ჩაიტანეს, იაპონურმა მხარემ კი საჩუქრად გადასცა მაგიდის დეკორატიული ნაჭერი, რომელზეც ჰინოს სიმბოლოები იყო გამოსახული.
პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება სურს. სიუჟეტში არაა ნათქვამი, რომ ქალაქი კასპი და ჰინო თაუნი დამეგობრებულები არიან, როგორც ამას კასპის მერიაში აცხადებდნენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები