კასპის ცემენტის ქარხნიდან მტვერი კიდევ ერთხელ გაიფრქვა. ფოტო ადგილობრივმა მცხოვრებმა გუშინ გადაიღო.
ბოლო ერთ თვეში ჰაერის დაბინძურების თვალსაჩინო შემთხვევების რაოდენებამ თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო.
რას აპირებს კასპის საკრებულო? ბოლო, 11 სექტემბრის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი განხილვის საგანი არ ყოფილა.
საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ზურიკო ჩადუნელი, რომელსაც ფრაქციაში 7 მოადგილე ჰყავს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ჩვენს წერილობით მიმართვაზე, აპირებენ თუ არა ქარხნის ხელმძღვანელობის დაბარებას, კითხვა უპასუხოდ დატოვა.
დავუკავშირდით ასევე საკრებულოს წევრს გიორგი დარბიაშვილს..ის ერთი კვირის წინ იაპონიაში იმყოფებოდა პატარა ქალაქ ჰინო თაუნში, სადაც ადგილობრივი მთავრობის მუშაობას გაეცნო. ჩვენს კითხვას არც ის პასუხობს.
კასპის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციონერი ირაკლი ჩანქსელიანია ,,ლელოდან", მისი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. საკრებულოს ვებ გვერდზე მისი საკონტაქტო ნომერიც კი არაა მითითებული.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები