გორში, სტალინის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოქალაქე ნინო სუბაში და მისი ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან იძულებით გამოასახლეს.
ნინო სუბაშის განცხადებით, გამოსახლების მიზეზი ბანკის ვადაგადაცილებული სესხი გახდა. მისი თქმით, ფინანსური პრობლემების გამო თანხა დროულად ვერ გადაიხადა და საფინანსო ორგანიზაციას ვალდებულების გადავადების თხოვნით მიმართა, თუმცა ბანკისგან უარი მიიღო.
როგორც დაზარალებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ბანკმა საცხოვრებელი ბინა აუქციონზე 3 000 დოლარად გაიტანა. ქონება მესამე პირმა შეიძინა, რომელმაც შემდგომში ოჯახს სახლის სანაცვლოდ 40 000 დოლარის გადახდა მოსთხოვა, რისი ფინანსური შესაძლებლობაც სუბაშებს არ აღმოაჩნდათ.
„ეს არის სისასტიკე, თვითონ ბანკმა და მთავრობამ მომიწყო ეს გენოციდი. ამას ასე არ დავტოვებ“, - განაცხადა ნინო სუბაშმა.
გამოსახლების პროცესი დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. ნინო სუბაშის მხარდასაჭერად ადგილზე ორგანიზაცია „ხალხის ხელისუფლება — სახალხო სამართლის“ წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა მათ სადარბაზოში შესვლის უფლება არ მისცეს. ამასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მიეცათ მედიის წარმომადგენლებსაც. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მობილიზებაც გახდა საჭირო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები