გორის მუნიციპალიტეტის მერია ჯორბენაძის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის იჯარის საფასურის გაზრდას გეგმავს, სადაც ამჟამად „XXI საუკუნის“ აგრარული ბაზარია განთავსებული.
მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, საიჯარო გადასახადი თითქმის სამმაგდება. კერძოდ, წლიური ქირა არსებული 34 680 ლარიდან 100 608 ლარამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზრდა წელიწადში 65 928 ლარს შეადგენს. თუ დღემდე ყოველთვიური გადასახადი 2 890 ლარი იყო, ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ის თვეში 8 384 ლარი გახდება.
ცნობისთვის, 4 335 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი შპს „გეორგია XXI“-ს 2010 წლიდან აქვს იჯარით აღებული. მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული 34 680-ლარიანი წლიური ქირაც სწორედ 2010 წლიდან მოქმედებს.
მერიაში საიჯარო ქირის გადახედვის საფუძვლად მიწის ნაკვეთის ახალ შეფასებას ასახელებენ. აუდიტური კომპანია შპს „კომპაუდის“ მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 2 მილიონ 12 ათას ლარს შეადგენს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მოიჯარე შპს „გეორგია XXI“-ს ქირის ცვლილებასთან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია ჯერჯერობით არ წარმოუდგენია. საიჯარო თანხის გაზრდის დასამტკიცებლად მერიამ გორის საკრებულოს უკვე მიმართა. წარმოდგენილ პროექტზე საკრებულოს უმრავლესობის („ქართული ოცნების“) წევრები 9 ოქტომბერს იმსჯელებენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები