განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი ბოლო შეფასების მიხედვით, სასურველია, მოსწავლეები რეგულარულად იმყოფებოდნენ საგამოფენო სივრცეებში, თეატრებში, კონცერტებსა და მუზეუმებში.
ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ კარგი პრაქტიკა იქნება, თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, მოსწავლეებისთვის მსგავსი ღონისძიებების ბილეთები თავად დააფინანსოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოზარდებს მათი შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.
ამ რეკომენდაციების პარალელურად, მუნიციპალიტეტების მერების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ხშირად ვხედავთ, რომ „სასკოლო საზოგადოებები“ რეგულარულად და აქტიურად მონაწილეობენ საქალაქო დღეობებში. ამის ამსახველი ფოტოები კი სკოლების ადმინისტრაციების გვერდებზეც სიამაყით ქვეყნდება.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის შეფასების დასკვნაში, რომელიც 2026 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, წერს: „სასურველია, შეძლებისდაგვარად, მოსწავლეები რეგულარულად იმყოფებოდნენ საგამოფენო სივრცეებში, თეატრებში, კონცერტებსა და მუზეუმებში. კარგი პრაქტიკაა, თუ სკოლას ექნება შესაძლებლობა, დააფინანსოს მათგან ზოგიერთის ბილეთები“.
გარდა ამისა, დასკვნაში საუბარია სკოლაში რესურსების გამრავალფეროვნების საჭიროებაზე. როგორც ირკვევა, ისეთ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სკოლაშიც კი, როგორიც პატარა მეჯვრისხევის სკოლაა, ექსპერტებმა ამ მიმართულებით გარკვეული ნაკლოვანებები გამოავლინეს.
„სასურველია სკოლაში მრავალფეროვანი რესურსების სისტემური შემოტანა. სასურველია, სკოლამ კიდევ უფრო მეტად იზრუნოს დამხმარე რესურსების განვითარებაზე. სასურველია, შეიქმნას სახელოსნოს ტიპის სივრცე ხელოვნების გაკვეთილებისთვის, სადაც მოსწავლეებს თავისუფლად ექნებათ წვდომა საღებავებსა და სხვა მასალებზე. სასურველია სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის შეძენა, რომელთა მოსინჯვის ან დაკვრის საშუალება ექნებათ მოსწავლეებს“, — ვკითხულობთ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები