რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ცხინვალში რუს ინვესტორებს ელოდებიან
2016 წლის აპრილში ცხინვალში რუს ბიზნესმენების ჯგუფს ელოდებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ეხო კავკაზა" დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

თიბილოვი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალურ პირებს შეხვდა.

საქმიან წრეებთან შეხვედრის შემდეგ,  დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ინვესტორების მოზიდვის შესახებ, ისაუბრა.

თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთში იწვევს იმ დიდ რუსულ კომპანიებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში ძირითადი ნიშა აქვს დამკვიდრებული. მათ სოფლის მეურნეობის დარგების განვითარების მიზნით მიწები გადაეცემათ, რომლის განვითარებას ადგილობრივი მცირე ფერმერები საკუთარი შესაძლებლობებით ვერ ახერხებენ.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში ასეთივე წარმატებით შესაძლოა რუსული საცალო-სავაჭრო ქსელის ისეთი კომპანიები გამოჩნდნეს, როგორიცაა ,,მაგნიტი" და ,,პიატეროჩკა".

,,ეხო კავკაზასთან" საუბარში რამდენიმე ექსპერტი ამ პროექტს სკეპტიკურად უყურებს.

რუსი ეკონომისტი ალექსანდრე კარავევა თვლის, რომ ინვესტორების შესვლა აუცილებელია, რადგან ადგილობრივ დონეზე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია.

თუმცა, მისი თქმით, დიდი მეწარმეები ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის საფრთხეა.

რუსი ეკონომისტისთვის სამწუხაროა ის კატასტროფული ვითარება, რომელიც მთელი რუსეთის აგრარულ სფეროში არსებობს. ამ კონკრეულ შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთის მეწარმეები უნდა გაუმკლავდნენ ისეთ ნეგატიურ რეალობას, როგორიცაა დიდი ფულის შემოსვლა, მონოპოლიზაცია და აგრარული სფეროსთვის დამახასიათებელი რესურსების მითვისება.

,,ეს არის შედეგი იმ არაფორმალური პრაქტიკის, რომელიც არსებობს რუსეთში ადგილობრივ ხელისუფლებასა და მომავალ მეწარმეებს შორის. ეს არის კვაზიკორუფციული გარიგებები, რომლის ერთ მხარეს შეიძლება იყოს რეგიონული ეკონომიკის განვითარება, ხოლო მეორე მხრივ - ნეგატიური გავლენა ადგილობრივ ბიზნესზე." - ამბობს რუსი ეკონომისტი.

დე-ფაქტო რესპუბლიკაში ხშირად ისმის საყვედურები, რომ მიწა არ არის, სოფელში დაბრუნება არავის უნდა და ყველას ვაჭრობა სურს და ამაში გარკვეული სიმართლე არის - მიაჩნია ცხინვალელ ალან ფარასტაევს. მისი აზრით, მართალია ყველა ფერმერმა იცის, როგორ დაგეგმოს წარმოება საკუთარ ეზოში, მაგრამ არ იცის ბიზნესის დაგეგმვა.

,,ხალხს სჭირდება სტიმულირება, წახალისება, სწავლა და სიზარმაცის გადაჩვევა. ეს შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ, სამწუხაროდ, ეს არ კეთდება" - ამბობს ალან ფარასტაევი.

ერთ დროს ალან ფარასტაევმა ჩრდილოეთ ოსეთში ბიზნეს-სკოლა გახსნა, სადაც მეწარმეობის დაწყების და განვითარების უნარჩვევების უფასო სწავლება მიმდინარეობდა. ეს გამოცდილება შესაძლოა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გამოადგეთ, თუმცა, ალან ფარასტაევი ამბობს, რომ არსებობს სხვა მაგალითები.

,,არიან ქვეყანაში საღად მოაზროვნე ფერმერები, რომლებსაც მუშაობის დაწყება და ფეხზე დადგომა შეუძლიათ." - აცხადებს ფარასტაევი.

მას მაგალითისთვის ზნაურის რაიონში არსებული აგროფირმა მოჰყავს, რომელიც პროდუქციას აწარმოებს და მაღაზიაც აქვს. მათ არ შეუძლიათ რუსეთში პროდუქციის გატანა, რადგან არ ხდება საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და ამის უზრუნველსაყოფად არც რომელიმე სტრუქტურა არსებობს.

ამ ბარიერების გამო ალან ფარასტაევის მეგობარ ფერმერს კარტოფილი რუსეთში ვერ გააქვს. ,,იმ დროს, როდესაც მილიარდიან ინვესტიციაზე ვლაპარაკობთ, ფერმერეს, საბუთები ვერ შეუგროვებია. მაინტერესებს, რას აკეთებს ჩვენი ეკონომიკის სამინისტრო?" - კითხულობს ალან ფარასტაევი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ
გადადიოდნენ მდინარეზე.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ გადადიოდნენ მდინარეზე.
14:39 / 08.05.2024
დაზარალდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - რეხის, მეჯვრისხევის,
ზერტის, სვენეთისა და კარალეთის დევნილთა
დაზარალდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - რეხის, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთისა და კარალეთის დევნილთა
01:16 / 08.05.2024
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და
მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
17:09 / 07.05.2024
"შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
16:59 / 07.05.2024
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და
სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
14:44 / 07.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.