გორში კიდევ ერთი კომპანია გამოჩნდა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მერს საიჯარო ქირის გაზრდაზე უარი განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, წინააღმდეგობის მიუხედავად, მერია შპს „კლასელებს“ ყოველთვიურ გადასახადს 450 ლარიდან 1 000 ლარამდე უზრდის.
ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ კომპანიას ვოლოგდის დასახლებაში თევზსაშენი აქვს მოწყობილი. ქალაქის მერი, კონსტანტინე ბუზალაძე საკრებულოს სწერს, რომ „კლასელებმა“ შეთავაზებულ ცვლილებებზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ქირის ცალმხრივად გაზრდაზე მერმა საკრებულოს თანხმობა მოსთხოვა, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას „ქართული ოცნების“ წევრები წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე თვეა, გორელ ბიზნესმენთა ნაწილს მერიიდან შეტყობინებები მისდით. წერილებში ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ფასმა მოიმატა, რის გამოც გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ქირასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანაა საჭირო.
მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილი წერილებიდან ირკვევა, რომ ცვლილებებზე უარი სხვა კომპანიებმაც თქვეს. მათ შორისაა სავაჭრო ცენტრი „გეორგია 21-ე“. ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ მერს პასუხიც კი არ დაუბრუნა, მერია კი მათთვის ყოველთვიური გადასახადის 2 900 ლარიდან 8 400 ლარამდე გაზრდას გეგმავს.
რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მიმდინარე თვეს საკრებულოს ქონების მართვის კომისიაში შპს „ქმა“-ს საკითხიც განიხილეს. კომპანიას პუშკინის ქუჩაზე 511 კვ.მ ფართობის მიწა აქვს დაქირავებული. მერია საიჯარო ქირას 800-დან 1 020 ლარამდე უზრდის. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია ცვლილებებს დაეთანხმდა.
საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, მისცემენ თუ არა „ქართული ოცნების“ წევრები მერს ფასის ცალმხრივად გაზრდის უფლებას, საკრებულოს 9 ოქტომბრის სხდომაზე გაირკვევა.
მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები