გორში ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენაშია მხილებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი შემთხვევა უშუალოდ ქალაქში, მეორე კი - სოფელში მოხდა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ორივე სამართალდამრღვევს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მართვის უფლება ერთი წლით ჩამოართვა.
როგორც გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, ერთ-ერთი მძღოლი ქალაქში, კერძოდ, კომბინატის დასახლებაში, მშვიდობის გამზირზე შეაჩერეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით ირკვევა, რომ აღნიშნული პირი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის დაახლოებით ორი კვირის წინაც გააჩერეს. მიუხედავად ამისა, ის საჭესთან კვლავ დაჯდა და ავტომობილი არაფხიზელ მდგომარეობაში მართა.
მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები