რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის მერიამ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოზარდების სავარაუდო დაშინების ფაქტებზე მოკვლევა არ დაიწყო

ათობით მშობლისა და ასობით მოწმის განცხადების მიუხედავად, გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ მოზარდებზე განხორციელებული სავარაუდო დევნისა და დაშინების ფაქტებზე, მოკვლევა არ დაუწყია.

საქმე ეხება გორის მუნიციპალური ინსპექციის კონტროლის განყოფილების თანამშრომლებსა და მოზარდებს შორის მომხდარ ინციდენტებს ავტობუსების გაჩერებებთან.

მშობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ არასრულწლოვნებს კონტროლიორები ქუჩებში მისდევენ, აკავებენ და პოლიციას იძახებენ, პოლიციის მისვლამდე კი ბავშვებს გადაადგილების შესაძლებლობას უზღუდავენ. მოწმეების განცხადებით, უხეშ მოპყრობას აწყდებიან ისინიც, ვინც შეშინებული და ატირებული ბავშვების დაცვას ცდილობს.

„აბა, მორჩა კონცერტი“ — ასე მიმართავენ, მოწმეების თქმით, მერიის თანამშრომლები იმ ადამიანებს, რომლებიც მოზარდებს გამოესარჩლებიან. საბოლოოდ კი, მათი განცხადებით, პოლიცია ადგენს, რომ მოზარდებს 16 წელი ჯერ არ შესრულებიათ.

ინსპექცია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი საქმიანობა კანონის სრული დაცვით ხორციელდება. ამ განცხადებას აზიარებს მერია და მისი ყველა თანამშრომელი.

განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16 წლის ასაკიდან პირს M3 კატეგორიის ავტობუსით მგზავრობისას მგზავრობის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრება.

ინსპექციის განმარტებით, პირის იდენტიფიცირებისა და სამართალდარღვევის დადგენის მიზნით, კონტროლიორს შეუძლია მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს, თუ მოქალაქე პირადი მონაცემების მიწოდებაზე უარს აცხადებს.

ინსპექცია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე არასრულწლოვნის არცერთ მშობელს მისთვის ოფიციალური განცხადებით ან საჩივრით არ მიუმართავს და თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივ გადაცდომას ან უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
13:12 / 15.10.2026
გორსა და ხაშურში პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებსაც ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შენახვასა და 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული
საშუალების კულტივირება-შენახვაში ედებათ ბრალი.
გორსა და ხაშურში პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასა და 100 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების კულტივირება-შენახვაში ედებათ ბრალი.
11:46 / 15.10.2026
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს
დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
20:26 / 14.10.2026
გორში ახალგაზრდული დებატების კვირა ჩატარდა, რომელშიც 30-მა
შერჩეულმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც
ადამიანის უფლებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას მიეძღვნა, საუკეთესო
მომხსენებლები გამოვლინდნენ, გამარჯვებულმა გუნდმა კი დებატების
ეროვნული ტურნირის საგზური მოიპოვა.
გორში ახალგაზრდული დებატების კვირა ჩატარდა, რომელშიც 30-მა შერჩეულმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე, რომელიც ადამიანის უფლებებსა და არასრულწლოვანთა დაცვას მიეძღვნა, საუკეთესო მომხსენებლები გამოვლინდნენ, გამარჯვებულმა გუნდმა კი დებატების ეროვნული ტურნირის საგზური მოიპოვა.
16:53 / 14.10.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის
სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და
სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია
გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ
რუის-ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო წირვის დროს სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ისაუბრა. მან მეზობელი ქვეყნის ეკლესია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ტრაბახმა და ამპარტავნებამ ისინი მწვალებლობაში აღმოაჩინა".
16:00 / 14.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.