რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის საკრებულო კიდევ ერთმა დეპუტატმა დატოვა
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო სოსო ფალელაშვილმა დატოვა.

განცხადება საკრებულოს აპარატში დღეს დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ თამარ თედლიაშვილმა დაუდასტურა.

სოსო ფალელაშვილი ამჟამად ისრაელში იმყოფება. ის 2016 წლის 4 იანვრამდე ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო.

4 თებერვლის სხდომაზე ფალელაშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატების" ორ წარმომადგენელთან ერთად ფრაქცია ,,დამოუკიდებელი - თავისუფალი დემოკრატები" ჩამოაყალიბა.

საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების" დაშლას საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და მუდმივმოქმედი 4 კომისიის თავმჯდომარის იმპიჩმენტი მოჰყვა.

იმპიჩმენტების შემდეგ საკრებულოს სათავეები პარტია ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებმა დაიკავეს.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ილია მეტრეველი გახდა, რომელმაც მრჩევლად ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა.

ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ, საკრებულო ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ახალმა თავმჯდომარემ და საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა დატოვა.

ზურაბიშვილის შემდეგ ქალაქის თვითმმართველობის საკანონმდებლო ორგანო ფალელაშვილმაც მიატოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.