სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, ე.წ. სქროლვა-სქრინვის დეპარტამენტმა ცხოველთა დამცველს და ამჟამად პატიმრობაში მყოფ თამაზ ელიზბარაშვილს კასპის სასამართლოში უჩივლა.
როგორც დეპარტამენტის იურისტმა სხდომაზე აღნიშნა, შსს-ს კასპში რეგისტრირებულმა მოქალაქემ დასახმარებლად მიმართა.
„112-ს დაუკავშირდა მოქალაქე, რომელიც არის სოლიდარობის ფონდის დამფუძნებელი. მან განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ადგილი ჰქონდა მის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს. ჩვენ დავიბარეთ ეს მოქალაქე, მოვახდინეთ ზეპირი გამოკითხვა, დავათვალიერეთ მისი ფეისბუქის გვერდი და თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შევადგინეთ ოქმი ხულიგნობის მუხლით", - განაცხადა დეპარტამენტის იურისტმა.
მოსამართლე დავით პაპუაშვილის განცხადებით, სასურველია, რომ ოქმის განხილვას ესწრებოდეს ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი.
„როგორც პენიტენციურ სამსახურიდან გვაცნობეს, ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი გადაყვანილია სამკურნალო დაწესებულებაში და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი ჩართვა. დაველოდოთ კიდევ ერთ კვირას," - განაცხადა მოსამართლემ.
სასამართლო სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები