კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამასწავლებლო გატეხეს. მოზარდებმა პედაგოგების მიერ ჩამორთმეული სიგარეტი აიღეს და დაიბრუნეს.
შემთხვევა 14 ოქტომბერს, დასვენების დღეს მოხდა. 15 ოქტომბერს სკოლაში მისულ პედაგოგებსა და დირექტორს ოთახის კარი ღია დახვდათ. გამოიძახეს პოლიცია.
„არაფერი დაკარგულა, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, პოლიციასაც გამოძიება არ დაუწყია", - გვითხრა სკოლის ხელმძღვანელმა.
შენობაში სარდაფიდან შეაღწიეს. სკოლას მანდატური არ ჰყავს.
„ჩამორთმეული სიგარეტი თვალსაჩინო ადგილზე იყო დადებული და მარტო ის წაიღეს, როგორც ჩანს. სხვა არაფერი დაკარგულა, სარემონტოა სკოლა და შევიდნენ", - გვითხრეს სკოლაში.
წინასწარი ინფორმაციით, დამტვრეულია 3 მანქანა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები