საქართველოს უზენაესი სასამართლოს ცნობით, შიდა ქართლში მამას შვილების სასარგებლოდ 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა. ამ თანხიდან 10 000 ლარზე მეტი ალიმენტის დავალიანებაა, დანარჩენი კი ბავშვის მკურნალობისთვის საჭირო თანხა.
სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა ბავშვის მკურნალობისთვის სახელმწიფოს მიერ, სოციალური დახმარების პაკეტის ფარგლებში, მამის ანგარიშზე გადარიცხული თანხის მიზნობრივ ხარჯვას. თანხა მამის ანგარიშზე ერთი წლის განავლობაში ირიცხებოდა.
მამა სასამართლოში აცხადებდა, რომ ბავშვზე საუკეთესოდ ზრუნავდა, თუმცა საჭირო დოკუმენტაცია არ შეუგროვებია.
გადაწყვეტილება საბოლოოა, ხოლო მის აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები