კომპანია, რომელიც ქარელში ფასადებისა და აივნების მოპირკეთებაზე მუშაობდა, შესრულებული სამუშაოებისთვის 22 000 ლარზე მეტ ანაზღაურებას ითხოვს.
საუბარია 2021-2023 წლებში განხორციელებულ სამუშაოებზე, რომელთა შესასრულებლად რამდენიმე საფეხურის ქვეკონტრაქტორები იყვნენ დაქირავებული.
სასამართლო დავა ქვეკონტრაქტორი კომპანიის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამკვეთს მისთვის 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია „საბა კონტრაქშენი“ იყო. სასამართლო დავიდან ირკვევა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მთავარ კონტრაქტორს სამუშაოების შესასრულებლად სხვადასხვა კომპანია ჰყავდა დაქირავებული. თავის მხრივ, ეს კომპანიებიც სხვა ქვეკონტრაქტორებს ქირაობდნენ.
როგორც სასამართლო დავის მასალებიდან ირკვევა, მომჩივანი კომპანია ერთ-ერთი ასეთი ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორი იყო. დავა კი სწორედ შესრულებული სამუშაოების საფასურის გადაუხდელობას უკავშირდებოდა.
2023 წელს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, რეაბილიტირებული ფასადები მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაიბარა. აქტში წერია, რომ სამუშაოები შესრულდა ხარისხიანად. ქვეკონტრაქტორს სწორედ იმაში ედავებოდნენ, რომ სამუშაოები არ შესრულდა სრულყოფილად, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარუდგინეს. შესაბამისად, თანხის ანაზღაურება დააკისრეს.
შესყიდვების დოკუმენტების თანახმად, „საბა კონტრაქშენის“ მიერ მიღებული თანხა სამ მუნიციპალიტეტში ჯამურად დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები