რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის ბიუჯეტში 9 თვეში ჯარიმებიდან 8.6 მილიონი ლარი შევიდა - 88% საგზაო დარღვევებზე მოდის

გორის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების III კვარტლის მონაცემებით, ჯარიმების, სანქციებისა და საურავების სახით ბიუჯეტში 8 მილიონ 664 ათას 725 ლარი შევიდა.

დაზუსტებული გეგმა 8 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შემოსავლის შესრულებამ 103.2% შეადგინა. თავდაპირველად კი ჯარიმებიდან მისაღები შემოსავლის გეგმა, 9 თვეში, 9 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა მოგვიანებით 600 ათასი ლარით შემცირდა.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლის დაახლოებით 88% საგზაო მოძრაობისა და ტრანსპორტის სფეროში გამოვლენილ დარღვევებზე მოდის.

კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 4 მილიონ 58 ათას 828 ლარი შევიდა, ხოლო ტრანსპორტის სფეროში სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის - 3 მილიონ 449 ათას 912 ლარი.

ასევე, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო მიღებულია 248 ათას 400 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული ჯარიმებიდან კი - 697 ათას 42 ლარი.

უბილეთო მგზავრობის გამო მიღებულმა ჯარიმებმა 57 ათას 462 ლარი შეადგინა, ხოლო საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის პირობების დარღვევისთვის ბიუჯეტში 52 ათას 418 ლარი შევიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბრეძასა და ზემო ხვედურეთში
ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ჯამში
450 000 ლარი გამოიყოფა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბრეძასა და ზემო ხვედურეთში ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ჯამში 450 000 ლარი გამოიყოფა.
15:00 / 05.11.2026
2026 წლის 9 თვის მონაცემებით, გორის მერიამ ინფრასტრუქტურისთვის
გათვალისწინებული ბიუჯეტიდან 10.8 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა, რაც
გეგმის 31%-ია.
2026 წლის 9 თვის მონაცემებით, გორის მერიამ ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიდან 10.8 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა, რაც გეგმის 31%-ია.
14:51 / 05.11.2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრამდე საქართველოში
ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შიდა ქართლის ტერიტორიაზე კი
განსაკუთრებით ძლიერი ნალექი 8 ნოემბერსაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შიდა ქართლის ტერიტორიაზე კი განსაკუთრებით ძლიერი ნალექი 8 ნოემბერსაა მოსალოდნელი.
13:13 / 05.11.2026
გორში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გორში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
21:52 / 04.11.2026
ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩენილი ხანძრისა და კვამლის გამო
ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელიც მე-17 სართულზე მდებარეობს,
მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში შეწყვიტა.
ბიზნესცენტრის მე-12 სართულზე გაჩენილი ხანძრისა და კვამლის გამო ტელეკომპანია „ფორმულამ“, რომელიც მე-17 სართულზე მდებარეობს, მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში შეწყვიტა.
16:28 / 04.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.