რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
კასპის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „ქართლის ამბები" წერდა, რომ შემთხვევა გუშინ, 11 ნოემბერს, დილით მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დანაშაული წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიმალული იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი და ტყვიები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის
აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების
პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ
ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
12:43 / 12.11.2026
დილის საათებში მომხდარ ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება
უძღოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას
აწარმოებს.
დილის საათებში მომხდარ ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.
23:48 / 11.11.2026
რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელი 10 ნოემბერს ურბნისის
საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის მიერ ხელისუფლების
კრიტიკის შემდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ
მღვდელმთავარმა ეს სიტყვები მოქალაქეებისა და მათი შვილების უკეთესი
მომავლისთვის წარმოთქვა.
რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელი 10 ნოემბერს ურბნისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის მიერ ხელისუფლების კრიტიკის შემდეგ დაწყებულ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მღვდელმთავარმა ეს სიტყვები მოქალაქეებისა და მათი შვილების უკეთესი მომავლისთვის წარმოთქვა.
21:37 / 11.11.2026
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა,
დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება
მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
12:39 / 11.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.