გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში ახალგაზრდებმა დასუფთავების აქცია გამართეს.
ღონისძიება სოფლის ჯგუფში დაიგეგმა, აქციას კი ორგანიზებას ადგილობრივი მცხოვრები ალექსანდრე საათაშვილი უწევდა, რომელიც მოძრაობა „სადაგის“ მოხალისეა.
„ჩვენ გვინდა ადამიანებს დავანახოთ, რომ ძალების და იდეების გაერთიანებით შესაძლებელია მოვუაროთ იმ პრობლემას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობას ეხება. დავარწმუნოთ თანამოქალაქეები, რომ საკუთარი ქვეყნის და მისი ბუნების მოვლა, გაფრთხილება საკუთარი სახლის მოვლასა და გაფრთხილებას ნიშნავს. ამ საქმეში კი ერთი ქმედება, ერთი შეცვლილი ჩვევაც ღირებულია. ჩვენ ვაერთიანებთ ადამიანებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, ყველას, ვისაც სურვილი აქვს გარემოსდაცვითი პრობლემები დღეს და გრძელვადიანად გადაჭრას. ახალი იდეების და ქმედებების გაერთიანებით ვქმნით ისეთ მყარ პლატფორმას, რომელიც თანმიმდევრულად და ეფექტიანად იზრუნებს გარემოს, ბუნების გაჯანსაღებაზე“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მისიაში.
ალექსანდრე საათაშვილი იმ ვიდეოს გმირია, სადაც მისი და გორის მერობის კანდიდატის, კონსტანტინე ბუზალაძის დიალოგია აღბეჭდილი. საათაშვილი მერობის კანდიდატს უხსნიდა, რომ სოფლის გზები ორმოებითაა სავსე, ხოლო მასთან მისვლამდე ორმოს წამოჰკრა ფეხი. იგი ასევე აღნიშნავდა, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ ახალი კანონები მიიღო და დასავლეთის დაფინანსება შეწყდა, ქვეყანაში სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება შენელდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები