საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმებისას სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
დადგენილი ნორმის, 100 დეციბალის გადაჭარბების შემთხვევაში, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობას კი 10 ქულა დააკლდება.
სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია იზრდება:
-
მეორე შემთხვევა - 200 ლარის ჯარიმა და 20 ქულის დაკლება;
-
მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა - 300 ლარის ჯარიმა და 30 ქულის დაკლება.
პროკურატურა ალექსი ბადალოვის მხრიდან ძალადობის ორ ეპიზოდზე საუბრობს, დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით მისი ბრალეულობა არ დასტურდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები