რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორის მერიაში მეორე მსოფლიო ომის 14 მონაწილეა რეგისტრირებული
ქალაქ გორის მერიის ვეტერანთა სამსახურში, ამჟამად,  მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთაგან 14 ადამიანია რეგისტრირებული.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 14-ვე ადამიანს 9 მაისთან დაკავშირებით 150-150 ლარი და 70 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი გადაეცემა.

გარდა ამისა, ყოველწლიურად ვეტერანებისთვის ერთჯერადად 200 ლარი გაიცემა.

9 მაისს გორში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღნიშნება.

დღეს დილით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს მეორე მსოფლიო ომის გორელ მონაწილეებს ტრადიციულად გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან მიულოცეს და ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

ვეტერანების საპატივისაცემოდ გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები ღონისძიებას მართავენ.

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის ითვალისწინებს წლის მანძილზე ერთჯერადად 200 ლარიან, ხოლო აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით 150 ლარიან დახმარებას. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა 14-მა მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ ორივე სახის დახმარებით უკვე ისარგებლა. გარდა ამისა, ხვალ თითოეულ მათგანს გორის მერიისგან საჩუქრად 70 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტი გადაეცემა.“ - განაცხადა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქუთათელაძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.