რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ხურვალეთის სკოლაში საარჩევნო კომისია არაუფლებამოსილი პირებით დაკომპლექტდა
გორში სამეურვეო საბჭოს არჩევის წესები უკვე ირღვევა.

ხურვალეთის საჯარო სკოლის დირექტორმა საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში, ნაცვლად, გარეშე პირებისა, დარაჯი და დამლაგებელი შეიყვანა.

დირექტორს იზა წიქარიძეს მიაჩნია, რომ დარაჯი და დამლაგებელი სკოლის ,,გარეშე პირები" არიან.

საქმე იმაშია, რომ 2016 წლის 10 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოები ირჩევა. 

ამის გამო, ორი კვირით ადრე,  სარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა.

სამეურვეო საბჭოს არჩევის წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანების მიხედვით, არასრული საჯარო სკოლის მსგავს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საარჩევნო კომისიაში 1 მასწავლებელი, 1 მშობელი და 2 გარეშე პირი უნდა იყოს.

შემადგენლობას, ამავე წესის მიხედვით, სკოლის დირექტორი ამტკიცებს.

ჩვენს კითხვაზე, თუ რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე იმოქმედა დირექტორმა, ამის შემდეგ, იზა წიქარიძემ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.

გორის რესურს-ცენტრის იურისტმა გიორგი გუგუტიშვილმა დირექტორის გადაწყვეტილება გაამართლა და მტკიცებულებად მინისტრის ბრძანების არარსებული ცვლილება მოიყვანა.

,,სულ 3-4 დღის წინ მინისტრის ბრძანებაში შევიდა ცვლილება. გარეშე პირებად სკოლის ის თანამშრომლები ითვლებიან უკვე, რომლებიც არაპედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან. ცვლილებები ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეში და შეგიძლიათ ნახოთ" - განაცხადა რესურსცენტრის იურისტ-თანამშრომელმა.

საკანონდებლო მაცნეში ატვირთული დოკუმენტში კი მსგავსი რამ არ წერია.

სამეურნეო საბჭოს წესის არჩევის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში (მუხლი მე-10), კვლავ, ,,გარეშე პირები" წერია მხოლოდ.
ბოლო ცვლილება 2016 წლის 20 მაისს შევიდა. მანამდე შეტანილი ცვლილება 2014 წლით თარიღდება.

20 მაისს შეტანილ ცვლილებაში მე-10 მუხლის კორექტირება ან ,,გარეშე პირების" განმარტება არაპედაგოგიური საქმიანობით დაკავებული სკოლის თანამშრომლების სასარგებლოდ, არ მომხდარა.

ილუსტრაციისთვის, იხილეთ მუხლი 10 და 2016 წლის 20 მაისს შეტანილი ცვლილება ამ დოკუმენტში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.