რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოს 28 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

„8 ივნისიდან ოფიციალურად დაიწყო საარჩევნო კამპანია და ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობის ის მუხლები, რომლებიც განმარტავენ საარჩევნო კამპანიის წარმოების წესებს და რეგულაციებს,“ აღნიშნა ცესკოს წარმომადგენელმა ანა მიქელაძემ.

პარტიას, რომელსაც პარლამენტში ჰყავს წარმომადგენელი, პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით უკვე შეუძლია განცხადებით მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს არა უგვიანეს 12 აგვისტოსი.

ხოლო, პარტიებს, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლებლობა ჰქონდათ, არჩევნების თარიღის დანიშვნამდეც მიემართათ ცესკოს თავმჯდომარისთვის.

მათთვის განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა 1 აგვისტოა.

ასევე,  საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილოების მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.

მოცემული დროისთვის, ცესკოს თავმჯდომარეს რესგისტრაციის მიზნით უკვე მიმართა 28-მა პოლიტიკურმა პარტიამ, მათგან 5-მა კი უკვე გაიარა რეგისტრაცია.

1 მაისის მდგომარეობით ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულია 3 473 316 ამომრჩეველი.

საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას ამ ეტაპზე შექმნილ 3 634 საარჩევნო უბანზე.

დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩევნებისთვის დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი; ასევე, არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

დამტკიცდა ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია;

დადგინდა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობა.
გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსები.

საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ არჩევნებში ჩართულმა ყველა მხარემ განახორციელოს საქმიანობები საქართველოს კანონმდებლობისა და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს!

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.