რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის კვლავ რუსეთი ლიდერობს
2016 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უკვე 19,8 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იქნა ექსპორტირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ღვინო 40-მდე ქვეყანაში გადის.

გატანილი ბოთლების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 44%-ით აღემატება.

ფულად თანხაში ექსპორტირებული ღვინო 46,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებისაა.

ეს კი, ღვინის სააგენტოს ცნობით 18%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

ღვინო პროცენტულად შემდეგ ქვეყნებში გადის:

რუსეთი - 56% (10 198 085),

უკრაინა - 82% (2 286 977)

ჩინეთი - 148% (1 884 665),

ბელორუსი - 96% (462 547),

ლიტვა - 31% (260 064),

პოლონეთი - 34% (1 070 454),

ესტონეთი - 64% (331 884),

ყირგიზეთი - 89% (149 666),

გერმანია - 55% (166 636),

კანადა - 16% (96 300),

დიდი ბრიტანეთი - 43% (58 366) და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა.

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 2 626 364 ბოთლი, „მუკუზანი“ – 1 006 732 ბოთლი, „წინანდალი“ – 830 149 ბოთლი, „ახაშენი“ – 426 899 ბოთლი, „ქინძმარაული“ – 132 033 ბოთლი და ა.შ.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 710 997 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 47%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 78,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

გასული წლის 6 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 58,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.